ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ეთო ხურციძე გიორგი კალანდაძე: მაისის ბოლოს GDS– ზე მოხდა ჩემი ანულირება, დამიხურეს გადაცემა „პეპლის ეფექტი”, მომხსნეს „შუა დღის” შოუს წამყვანობიდან და სერიალ „პარადოXის” გადაღებებშიც აღარ მივიღებ მონაწილეობას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ყოფილა არანაირი შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ, ვინაიდან შუა დღის წამყვანების მთელი შემადგენლობა შეიცვალა. „პეპლის ეფექტზე” კი გამომიცხადეს, რომ არხი ფორმატს იცვლის და ჩემს გადაცემასთან ერთად, სხვა სერიოზული გადაცემებიც დახურეს. „პარადოXთან” დაკავშირებით, სიურპრიზი იყო, ვინაიდან შემთხვევით გავიგეთ, რომ სერიალის გადაღება გრძელდება. თურმე, ქასთინგიც ტარდება, თუმცა მთავარ როლებში ვინც ვიყავით, მოხსნილები ვართ. ამ ყოველივეს შესახებ არავის ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია. მივიღეთ ინფორმაცია, რომ სურთ, ამ სერიალს ახალი სისხლი გადაუსხან. აქვე აღვნიშნავ, თუ პირველი სეზონი არ ვარგოდა და რაღაც ლაფსუსები იყო, ეს ნამდვილად არ ყოფილა მსახიობების ბრალი. უმაღლეს დონეზე შევასრულეთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე. ახალ სეზონზე დიდ წარმატებას ვუსურვებ მათ და იმედი მაქვს, დაძლევენ სიუჟეტურ, მონტაჟურ თუ რეჟისორულ პრობლემებს.
– სხვა ტელევიზიას არ შესთავაზე „პეპლის ეფექტი”?
– რა თქმა უნდა, შევთავაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჯერ ვერ გეტყვით, რომელ ტელევიზიასთან ვაპირებთ თანამშრომლობას. GDS-ს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში და ასევე, მეც მნიშვნელოვანი ვიყავი ამ არხისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, კარგის მეტი არაფერი მეთქმის. მართალია, არსებობდა რაღაც ლაფსუსები ურთიერთობებში, მაგრამ კარგად გასახსენებელი წელიწად-ნახევარი დავყავი ამ ტელევიზიაში. „პეპლის ეფექტის” დახურვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. „ფეისბუქი” აფეთქდა, ქუჩაში ხალხი გვაჩერებს და გვეკითხება, როდის გავალთ ეთერში. ეს იყო გადაცემა, რომელსაც სკოლებში კლასგარეშე დავალებად აძლევდნენ, უნივერსიტეტში თემებს წერდნენ, უცხოეთიდან გვირეკავდნენ და ასე შემდეგ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთი კარგი გადაცემა, რომლის დამზადებაც კაპიკები ჯდებოდა და მნიშვნელოვანი იყო მაყურებლისთვის, დახურეს. ამ წუთში ვისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან. მინდა, ცოტა დრო საკუთარ თავს და ნასწიას მივუძღვნა.
– ნასწია როგორი გოგოა, ჰგავს მამას?
– ნასწია სამ-წლინახევრისაა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ასლია. დედამისსაც ჰგავს, მაგრამ კალანდაძეა თავიდან ფეხებამდე – ხასიათით, თვისებებითა და ყველაფრით. ძალიან ჭკვიანია და ამასაც ჩემს თავს ვაბრალებ (იცინის). ისეთი ჯიუტია – ამ თითისტოლა ბავშვს, რაც არ უნდა, ვერ გააკეთებინებ. ჩემი სიცოცხლის ელექსირია, გიჟდება მამაზე და ასევე, მე – მასზე. დღემდე წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ ნასწია ჩემ გერდით ყოველდღიურად არაა. პარასკევს, შაბათს და კვირას ვართ ერთად. ორშაბათს მე მიმყავს ბაღში.
– რა იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც თქვენი ოჯახი დაინგრა?
– ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით 10 წელს ითვლის. სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტეთ დაქორწინება. თავიდან მეგობრები ვიყავით, შემდეგ გაჩნდა გრძნობა და მალევე ვთხოვე ხელი. განქორწინება კიდევ უფრო სპონტანური იყო ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე დაქორწინება. კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, უბრალოდ, რაღაცეები ვერ გადავლახეთ და ხელი გავაწერეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სწორად მოვიქეცით. საერთოდ, ნებისმიერი წყვილის შემთხვევაში, ურთიერთობის ხუთი წლის თავზე, რაც არ უნდა ანთებული სიყვარული ჰქონდეთ, ბევრი რამ ერევათ და ყოველდღიურ რუტინაში გადასდით. ჩვენთანაც დადგა ეს მომენტი, ერთმანეთის ენა აღარ გვესმოდა. ვერ ვიგებდით ერთმანეთის აზრებსა და პოზიციებს. არც ერთმა არ დავთმეთ და ჩვენმა სიჯიუტემ თავისი გააკეთა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ნათიას ბრალი იყო. როცა წყვილს პრობლემა აქვს, ორივე მონაწილეა და ბრალიც თანაბარია. თავის დროზე რომ მცოდნოდა, ახლა როგორ ვიქნებოდი, აქამდე არ მივიყვანდი ურთიერთობას. მეგონა, ბევრად უფრო მაგრად ვიქნებოდი და შევძლებდი ამ ყოველივეს გადატანას. ვფიქრობდი, ერთ წელში გაივლიდა ყველაფერი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დრო არაფრის მკურნალიც არ არის!
– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, არც ვმეგობრობთ. მხოლოდ ბავშვის გამო ვუკავშირდებით ერთმანეთს. ნასწიას გარდა, არაფერზე ვსაუბრობთ. იძულებულნი ვართ, პირადი წყენა გვერდზე გადავდოთ და ნასწიას სათანადო ყურადღება მივაქციოთ.
– ნასწიამ როგორ გადაიტანა თქვენი დაშორება?
– ბავშვისთვის ძალიან რთული იყო. ნასწია არის ბავშვი, რომელიც იზრდებოდა მხოლოდ დედისა და მამის გვერდით. საერთოდ არ ერეოდნენ მის აღზრდაში ბებიები, იშვიათ გამონაკლისებში რჩებოდა მათთან. მისი სამყარო, რომელშიც მხოლოდ ჩვენ სამს გვხედავდა, ერთ დღეში დაინგრა.… მაშინ ასაკით პატარა, მაგრამ აზროვნებით საკმაოდ დიდი იყო. ბავშვმა არ აღიარა ჩვენი დაშორება, არ უნდოდა ამ ყოველივესთვის ხაზი გაესვა და არაფერს გვეუბნებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩემდამი აგრესია გაუჩნდა. ნათიაც მეუბნებოდა, რომ სახლში ყველას ეჩხუბებოდა. ერთხელ დავაპირე დალაპარაკება ამ საკითხზე, მაგრამ ისეთი ისტერიკა მოაწყო, იმის მერე ხმა აღარ ამომიღია.
– ახლა შეეგუა თქვენს ცალ-ცალკე ცხოვრებას?
– შეეგუა. ჩემს სახლს ეძახის თავის სახლს და ნათიას დედის სახლს – ბებოს სახლს. თავიდან, დედაჩემზე გაუჩნდა ერთგვარი პროტესტი. მეგის რომ ხედავდა, ალბათ ეგონა, დედამისის ადგილი დაიკავა. თუმცა, მერე მიეჩვია ყველაფერს და ახლა დედაჩემზეც და ჩვენზეც გიჟდება. შეიძლება ითქვას, კრიზისულმა პერიოდმა გადაუარა. ისეთი რეაქცია ჰქონდა ამ ყოველივეზე, როგორ მივდგომოდი არ ვიცოდი და ძალიან განვიცდიდი ამას.
– შერიგება არ გიცდიათ? გრძნობა გაქრა?
– შერიგების მცდელობა ახლა მაქვს, მაგრამ არ ვიცი, როგორ დაგვირგვინდება. ისევ ისე მიყვარს, როგორც პირველ დღეს, რომ დავპირდი, მთელ ცხოვრებას შენთან ერთად გავატარებ-მეთქი. გრძნობა, როცა რეალური და ნამდვილია, ასე უცებ არ ქრება. რაღაც პერიოდის შემდეგ ბრაზი, წყენა, გულისტკენა ილექება და მარტო მონატრება, სიყვარული რჩება. გვქონდა ეტაპი, როდესაც საერთოდ არ შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა, ნებისმიერ საუბარს ჩხუბით ვამთავრებიდთ. რაღაც მომენტში, ვფიქრობ, ეს განშორება კარგიც იყო, რადგან ყველაფერი გადავაფასე და გვერდიდან დავინახე ჩვენი თავი.
– რას აკეთებ ნათიას დასაბრუნებლად?
– არ ვიცი. ვისაუბრეთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მიმაჩნია, რომ ერთმანეთს შანსი კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ, რათა ის არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც გვქონდა და რომელსაც მთელი თბილისი შენატროდა, აღვადგინოთ. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს, მიყვარს და მორჩა. ნათიასაც ვუთხარი, ვერაფერს ვუხერხებ თავს, მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ თუ ჩვენს შორის ურთიერთობა არ აღდგება, ღრმად მწამს, სამუდამო არაფერია და ესეც გაივლის. არასოდეს რომ არ შევრიგდეთ, ნათიაც ყურებამდე შეყვარებული გათხოვდეს და მეც სხვა მოვიყვანო ცოლად, ის ურთიერთობა, რაც ჩვენ გვქონდა, მაინც ყველასგან განსხვავებული იქნება. თუმცა, ეს ყოველივე იმ მომენტში, აუცილებლად უნდა გაწყვეტილიყო.
– რა გიპასუხა?
– არაფერი. დუმილი იყო მისი პასუხი.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები