მსოფლიო
2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-07-01 23:52:55
ვერძი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, საქმიანი საბუთების გასაფორმებლად, სტუმრების მისაღებად. არავის მოახვიოთ თავს თქვენი იდეები და მოერიდეთ ავანტიურულ საქციელს.
კურო
დღეს მობილიზებულად უნდა იმუშაოთ. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ შეუძლებელს შეძლებთ.
ტყუპი
მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან; უფროსთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დაასრულეთ ძველი საქმეები და კარგად გამოიძინეთ.
კირჩხიბი
გადახედეთ მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობებს და გათავისუფლდით არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან. სამსახურში თქვენი შრომისმოყვარეობა სათანადოდ დაფასება.
ლომი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უმჯობესია პირადი ფული ეკონომიურად ხარჯოთ. მეგობრები და ძველი პარტნიორები ახალ სამსახურს, საქმიანობას შემოგთავაზებენ.
ქალწული
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი პროექტების დასაწყებად. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებამდე ყველა დოკუმენტს ყურადღებით გაეცანით.
სასწორი
ენერგიული ხართ და საკმაოდ აქტიური დღე გელით. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები.
მორიელი
ფულის ხარჯვას ვერსად გაექცევით. ოჯახი თქვენგან მეტ ყურადღებას ითხოვს. დღეს ახალ საქმეებს, პროექტებზე მუშაობას ნუ დაიწყებთ. თუმცა, დასვენებისთვისაც ვერ მოიცლით.
მშვილდოსანი
ადამიანმა, რომელსაც გუშინ მეგობრად თვლიდით, დღეს შეიძლება სრულიად მარტივად გიღალატოთ. მაქსიმალურად დაკვირვებულად იმოქმედეთ, ყველას რჩევას დაუგდეთ ყური, მაგრამ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ.
თხის რქა
საქმიანი და რომანტიკული შეხვედრებით დატვირთული დღე გელით, რომ არ გადაიღალოთ, ხშირ-ხშირად დაისვეენთ.
მერწყული
დღეს კონკურენტების პატივისცემასაც კი დაიმსახურებთ. არავის გაუმხილოთ საკუთარი იდეები და გეგმები.
თევზები
ენერგიული ხართ და ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. მთავარია, მოინდომოთ და არ იზარმაცოთ. არ გადაუხვიოთ დასახული მიზნიდან.
კომენტარები