მსოფლიო
29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-06-28 23:52:20
ვერძი
დღეს საშუალება მოგეცემათ გარშემო მყოფები და სიტუაცია რეალურად შეაფასოთ. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა, განსაკუთრებით, უცხოელ კოლეგებთან. იმოქმედეთ, არ იზარმაცოთ.
კურო
ფრთხილად იმოქმედეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები ურთიერთობაში, საქმიანობაში. დღეს შეიძლება საყვარელი ადამიანის, ოჯახის წევრების მიმართ თავი დამნაშავედ იგრძნოთ. ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას; ახლობლები ყველაფერში დაგეხმარებიან.
ტყუპი
ზოგიერთი მიიღებს ფულად პრემიას, ჯილდოს, იპოვის დაკარგულ ნივთს, დაიბრუნებს ძველ ვალს. ზოგიერთს რჩევისა და კონსულტაციისთვის მიმართავენ. არავის უთხრათ დახმარებაზე უარი.
კირჩხიბი
მოერიდეთ ინტრიგებს; გაუგებრობას უფროსთან, სამართალდამცველებთან. ეს დღე შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული პროექტები. მშვიდად, დაკვირვებულად იმუშაოთ.
ლომი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან და ოჯახის წევრებთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დღეს უმჯობესია, დაუთმოთ. გაფრთხილდით ტრავმული დღეა.
ქალწული
დღეს მხოლოდ საკუთარ საქმეებს ნუ შეჭიდებით, გარშემო მყოფებსაც უნდა დაეხმაროთ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ახლობლებთან. ისინი მხოლოდ მაშინ ნუ გახსენდებათ, როცა მათგან სარგებელს მოელით.
სასწორი
თუ დღეს საქმეები ისე არ გამოგივათ, როგორც გსურდათ, ან გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, ნუ იდარდებთ, ეცადეთ, რომ ყველაფერი მოაგვაროთ და მოაწესრიგოთ, მაგრამ იცოდეთ, ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მორიელი
დღეს ყველაზე მეტად გამოძინება და სუფთა ჰაერი გჭირდებათ. ნუ ეცდებით ახალი საქმეების დაწყებას. შორ მანძილზე მგზავრობა, ცვლილებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ. საინტერესო ნაცნობობა გელით. მამაკაცები ახალ საქმიან პარტნიორებს, ქალები კი სასიყვარულოს გაიჩენენ.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ განწყობა. კარგი დღეა ძველი იდეების რეალიზებისთვის. ახალი გეგმების შესადგენად. მუშაობა დამოუკიდებელსა და წარმატებულს გაგხდით.
მერწყული
კრეატიული და საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ გარშემო მყოფებზე. ხელშეკრულებების გაფორმებამდე ყურადღებით გაეცანით პირობებსა და ვალდებულებებს. მოერიდეთ კამათს უფროსთან.
თევზები
საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. თუ დილიდან დეპრესიამ შემოგიტიათ, ეცადეთ, თავად გაიმხიარულოთ საკუთარი თავი.
კომენტარები