სოც. მედია
ქართველი გოგონას რეალური ისტორია, რომელმაც ყოველგვარი შიმშილობის გარეშე 10 თვეში 75 კგ-ი დაიკლო
2015-06-26 15:08:21
დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა ჭარბი წონა და მასთან ბრძოლაა.
ყველაფერი არც ისე რთულადაა თუკი მონდომება და მოთმინება გაქვთ.
წარმოგიდგენთ ქართველ გოგონას, რომელმაც მონდომებისა და მოთმინების ხარჯზე 10 თვეში 75 კგ დაიკლო. სოფო აბაიშვილი 25 წლის არის და წონის დაკლებამდე 185 კილოგრამს იწონიდა . არანაირი მკაცრი დიეტა და შიმშილობა , საათობრივი, სწორი კვება და შედეგიც სახეზეა. სოფო გაჩერებას არ აპირებს, კიდევ 40 კილოგრამის დაკლება სურს ,იმისთვის რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. როგორც თავად ამბობს, ამაყობს საკუთარი თავით და სწორედ ამან გადააწყვეტინა, რომ პირველად სწორედ ჩვენი ინტერნეტ ტელევიზიის საშუალებით გაეხადა საჯარო პრობლემა, რომელიც ბევრს გადაუჭრელი ჰგონია
კომენტარები