0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები. კარგი დღეა განმარტოებისთვის. საკუთარ პრობლემებს სხვებს ნუ მოაგვარებინებთ. ახლობლებთანაც კი ნუ იწუწუნებთ გრძნობებსა და წარუმატებლობაზე. 

კურო 
მეტად გამოავლინეთ ნიჭი და შესაძლებლობა. მეგობრები მატერიალური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. დღეს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გაგილამაზებთ. 

ტყუპი
მოერიდეთ კამათს უფროსთან, ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს. გარშემო მყოფებთან კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარეთ. მოერიდეთ ემოციების გამოვლენა, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. 

კირჩხიბი
ექსტრიმისა და ექსპერიმენტების ხასიათზე ხართ. თუმცა, ავანტიურულ ქმედებებს უნდა მოერიდოთ. უმჯობესია, დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. 

ლომი
საქმიანი შეხვედრებისას და ახალი პროექტების განხილვისას კოლეგების აზრი მშვიდად მოისმინეთ; მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ. 

ქალწული
რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას, დაბრკოლებას გადალახავთ, მით მეტად დაგაფასებენ გარშემო მყოფები და თავადაც დარწმუნებით საკუთარ შესაძლებლობებში. 

სასწორი 
ნუ აირიდებთ პასუხისმგებლობას და ზრუნვას ახლობლებზე. მოერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს, ისინი წარუმატებლად დასრულდება. 

მორიელი
საკუთარი მიზნების მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. კარგი დღეა შესრულებული სამუშაოს გადასახედად, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. 

მშვილდოსანი
დღეს მატერიალურ საკითხებსაც მოაგვარებთ და საჭირო ხალხსაც გაიცნობთ. აგრეთვე კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად ან სასიყვარულო თავგადასავლისთვის. 

თხის რქა
დღეს იმდენად მოწადინებული იქნებით, რომ საკუთარი საქმეების გარდა გარშემო მყოფების საქმეებსაც სიამოვნებით შეასრულებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შესაძლოა, საქმიანობის შეცვლა შემოგთავაზონ, ან იმ სფეროში მუშაობის დაწყება, რომელიც გაინტერესებთ. 

მერწყული
მოერიდეთ საკუთარი გრძნობების გამოხატვას, იმ მომენტამდე, სანამ საყვარელი ადამიანი თავად არ გამოგიტყდებათ გრძნობებში. გარშემო მყოფებთან საკუთარ სასიყვარულო თავგადასავლებსა და მოსაზრებებს ნუ გაახმოვანებთ. 

თევზები
ნუ განაწყენდებით, თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც თქვენ ჩაიფიქრეთ. ფინანსური საკითხების მოგვარებისას სიფრთხილე გმართებთ. სხვა დღისთვის გადადეთ ბანკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები