0 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თბილისის მიკროავტობუსის“ საგანგებო განცხადება კონდიციონერების შესახებ

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" სამარშუტო ტაქსების კონდიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს პრობლემის შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში,რადგან მძღოლები ვალდებულები არიან გამაგრილებელი მოწყობილებები ჩართონ.

"კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის დადგომამდე 200 ათასს ლარზე მეტი ხარჯი გასწია სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხრელად.

დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი, გარდა ამისა კომპანია გაითვალისწინა რა მძღოლების ინტერესებიც, შეუმცირა მათ სეზონურად ყოველდღიური გადასახდელი, რაც თავისთავად მძღოლს ავალდებულებს მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340 ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, ხვალ საღამოდან კომპანია გაასაჯაროებს რეაგირების შედეგებს!

იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ:

1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება;

2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა;

3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას."- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები