0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ მის მისაღწევად. ყურადღება არ მიაქციოთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, უხეშობას და ეცადეთ, თავადაც ნაკლებად ემოციური იყოთ. 

კურო
შეხვედრების, საინტერესო ნაცნობობის დღეა. ზოგიერთის ცხოვრებაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება, რაც თქვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. ზოგიც მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდება. 

ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან და შვილებთან. საღამოს ან ნათესავებს ესტუმრეთ, ან მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. 

კირჩხიბი
თუ შინ არ დარჩებით და სიახლეებს არ შეუშინდებით, საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. 

ლომი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სპონსორებთან და გავლენიან მეგობრებთან. მათი დახმარებით მომავალში უამრავ პრობლემას მოაგვარებთ. 

ქალწული
სიფრთხილე გმართებთ, რათა პირად ცხოვრებასა და სამსახურის საქმეებში შეცდომები არ დაუშვათ. 

სასწორი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი. თუმცა, შესაძლოა, სხვამ სცადოს თქვენი მოტყუება. 

მორიელი 
სიფრთხილე გმართეთ საბუთების გაფორმებისას. აკონტროლეთ პარტნიორები, რომლებთანაც ფინანსური საქმიანობა გაკავშირებთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რომელსაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ. 

მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღების. დღეს კარგად გამოგივათ კოლექტივის მართვა. 

თხის რქა
მოაგვარეთ მშობლებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთს ემიგრაცია, საცხოვრებლის შეცვლა ელის. სიფრთხილე გმართებთ ხელშეკრულების, დოკუმენტების გაფორმებისას. 

მერწყული
დღეს უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. უამრავ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა. მოსალოდნელია ძველი კონტაქტების აღდგენა. 

თევზები
დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები