სოც. მედია
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველი დღეს დაკრძალეს
2015-06-20 17:28:24
თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი, ზურაბ მუზაშვილი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დაკრძალეს. დაკრძალვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ზურაბ მუზაშვილი დაკრძალვის პროცესიაში მონაწილე პირებმა სოფლიდან სასაფლაომდე ფეხით მიაცილეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის" (სიკვდილის შემდეგ), საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დააჯილდოვა.
კომენტარები