0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არავის ეკამათოთ, არც ხმას აუწიოთ და არც სიმართლე უმტკიცოთ. უმჯობესია, თუ მეტ დროს გაატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. 

კურო 
პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო სამსახურის საქმეებს გულს ვერ დაუდებთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრეთ, შეგიძლიათ რომანტიკული საღამოც მოუწყოთ. 

ტყუპი
დღეს მეგობრებისთვის გულუხვი იქნებით. თუმცა, ფულს მაინცდამაინც ნუ გაფლანგავთ. ზოგიერთები იდეების განხორციელებას შეძლებენ. ისეთ საქმიანობაში ჩაერთეთ, სადაც შემოქმედებითად იმოქმედებთ. 

კირჩხიბი
დღეს ხალხსაც უნდა უხელმძღვანელოთ, ახალი საქმეებიც დაიწყოთ და ძველებიც დაასრულოთ. ზოგიერთს სამსახურში დაწინაურება, ხელფასის მომატება ელის, ზოგსაც - ბიზნესის გაფართოება. 

ლომი
დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა და გულითადი საუბრები კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დააფასეთ ის, რასაც დღეს იღბალი თქვენთვის გამოიმეტებს. 

ქალწული
მოთოკეთ ემოციები და მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. 

სასწორი 
კარგი დღეა ბინაში რემონტის დასაწყებად, ავეჯის შესაძენად. აგრეთვე, მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. 

მორიელი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. 

მშვილდოსანი
შეხვედრების დღეა. საწინააღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ. რომანტიკული და სექსუალური თავგადასავლების დღე დაგიდგათ. 

თხის რქა
ხელფასის გაზრდა, დაწინაურება ან ახალ სამსახურში გადასვლა გელით. დაფიქრებულად იმოქმედეთ. უხეში პასუხების გამო ახლობლებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. 

მერწყული
თანამოაზრეებთან მსჯელობისას ახალი იდეები დაგებადებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების რჩევებს. ეცადეთ, ემოციურად არ გადაიღალოთ. 

თევზები
დღეს მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. არავის გამო არ იმუშაოთ. პირიქით, თავად დაიხმარეთ სხვები. საღამო მშვიდ გარემოში, წიგნის კითხვაში ან სეირნობაში გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები