სოც. მედია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
2015-06-18 11:35:40
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-11 კლასის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს : შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში.
გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს.
კომენტარები