0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკანდალური წერილი:"შსს-სგუშინ ტელევიზიაში ნამუსი შევუნახე და მთელი საქართველო მოვატყუე"

გადაცემა "არჩევანში" გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ზურაბ გურიელიძის მეგობრის წერილი წაიკითხა, სადაც ის წერს, ზოოპარკის დირექტორის სიტყვებს, რომელიც თითქოსდა ზოოპარკში სტიქიის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ცხოველების დახოცვის გამო გურიელიძე განაწყენებულია. მათ შორის საუბარია ლომის ბოკვერ შუმბაზე.

გურიელიძის მეგოაბრი წერს, რომ ზოოპარკის დირექტორმა მას უთხრა: "შსს-ს გუშინ ტელევიზიაში ნამუსი შევუნახე და მთელი საქართველო მოვატყუე, როდესაც ვთქვი ცხოველები არ დაუხოცავთთქო."

ზურაბ გურიელიძის მეგობარმა, ჟურნალ „NATIONAL GEOGRAPHIC საქართვლოს“ მთავარი რედაქტორმა, ლევან ბუთხუზმა გადაცემაში წერილში მოყვანილი ისტორიის რეალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბუთხუზის მტკიცებით წერილში არსებული ტერმინოლოგია ზურაბ გურიელს არ ახასიათებს. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები