მსოფლიო
სასწრაფოდ : თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
2015-06-17 23:30:05
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერია მოსახლეობას ღამით ქალაქში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, თბილისის მერია არ ადასტურებს.
აღნიშნულს მერია განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი facebook-გვერდია, რომელიც მერიის ოფიციალური გვერდი არ არის და ამ გვერდის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მერიის პოზიციას არ ასახავს.
“ქალაქ თბილისის მერიის სახელით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მერია მოსახლეობას ღამით ქალაქში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
თბილისის მერიას აღნიშნული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი facebook-გვერდია. აღნიშნული გვერდი არ არის ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური გვერდი და ამ გვერდის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მერიის პოზიციას არ ასახავს.
სამწუხაროდ, მედია-საშუალებების ნაწილმა აღნიშნულ facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად გაავრცელა, რის გამოც საზოგადოება შეცდომაში შევიდა.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაამოწმონ. გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლონ მერიის ოფიციალური ვებ-გვერდით –www.tbilisi.gov.ge ან facebook-ის ოფიციალური გვერდით – Tbilisi City Hall”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები