მსოფლიო
12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-06-11 23:25:06
ვერძი
აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები. მომავალში მათ დიდი გამოხმაურება მოჰყვება.
კურო
დღეს ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა. ზოგი ნაკლებად სასიამოვნო იქნება.
ტყუპი
დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით. არ გაგიკვირდეთ, თუ გარშემო მყოფები თბილ სიტყვებთან ერთად ირონიასაც შემოაპარებენ.
კირჩხიბი
დაფიქრდით, რა გიშლით წარმატების მიღწევაში ხელს და იმოქმედეთ მის დასამარცხებლად.
ლომი
ახალ საქმეებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდეთ და უამრავი შეცდომისგან დაიზღვევთ თავს.
ქალწული
წვრილმანებში ჩაძიებისას შეიძლება მსხვილმანს აღარ მიაქციოთ ყურადღება, რაც დიდი დანაშაული იქნება. შეეცადეთ არაფერი გამოგრჩეთ.
სასწორი
მოთმინებით აღიჭურვეთ. შეიძლება ნათესავებმა მცირე უსიამოვნებები შეგამთხვიონ და მათი სწრაფი მოგვარება დაგჭირდეთ.
მორიელი
გაანალიზეთ სხვისი შეცდომები და ეცადეთ, არ ჩაიდინოთ ანალოგიურები.
მშვილდოსანი
დღეს ბევრი რამ გეპატიებათ. მთავარია, ხვალ ცუდად არ შემოგიბრუნდეთ ყველაფერი.
თხის რქა
მაინცდამაინც დღეს ნუ ეცდებით მავნე თვისებებისგან გათავისუფლებას, მაინც არაფერი გამოგივათ. დღე უფრო სასიამოვნო საქმებს დაუთმეთ.
მერწყული
მშვენიერი დღე დაგიდგათ. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველა გამოგიწვდით დახმარების ხელს და ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს.
თევზები
სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა აზრს და ისე იმოქმედეთ, როგორც სიტუაცია მოითხოვს.
კომენტარები