მსოფლიო
10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-06-09 23:31:51
ვერძი
თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. დღის განმავლობაში მოულოდნელი შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან და ნათესავებთან.
კურო
თუ სამსახურის საქმეებში გამარჯვება გსურთ, გვერდით ერთგული და გამოცდილი კოლეგები უნდა შემოიკრიბოთ. დღეს გარშემო მყოფებს ორიგინალური იდეებით გააოცებთ.
ტყუპი
დღეს რაც უფრო მეტად დაუთმობთ, მეტად მოიგებთ. ხოლო თუ პრობლემების მოგვარებას გადაწყვეტთ, მთელი ძალები უნდა მოიკრიბოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი
დღეს თავს თავისუფალ, ძლიერ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ადამიანად იგრძნობთ. ზოგიერთს მგზავრობა და საინტერესო ადამიანების გაცნობა ელის.
ლომი
თითოეული ნაბიჯი ყურადღებით და დაკვირვებულად უნდა გადადგათ. თქვენი ყველაზე დიდი დამხმარე სიფრთხილე და ინტუიციაა. კარგი დღეა კრედიტის ასაღებად, დაზღვევის გასაფორმებლად.
ქალწული
ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, არ გადაიღალოთ. შეძლებისდაგვარად გადააბარეთ საქმეები კოლეგებს, თავად კი დაისვენეთ.
სასწორი
კარგი დღეა სწავლისთვის, ბიზნესის გასაფართოებლად. დღის მეორე ნაწილი ოჯახს, შვილებსა და მეუღლეს უნდა დაუთმოთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ, შვილები სკვერში გაასეირნეთ.
მორიელი
მოერიდეთ უსიამოვნებას პარტნიორებთან, დიპლომატიურად მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ეჭვიანი და კრიტიკული.
მშვილდოსანი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების, პროექტების დასასრულებლად; ფულის დასაბანდებლად და ბიზნესის გასაფართოებლად. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიარეთ.
თხის რქა
წარმატება გელით კარიერაში, სწავლაში. შეაგულიანეთ თანამშრომლები და ერთად შეადგინეთ ახალი პროექტები, სამომავლო გეგმები.
მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ადრე შესრულებული სამუშაოსთვის დღეს მიიღოთ გასამრჯელო. პარტნიორული ვალდებულებები დროულად შეასრულეთ.
თევზები
დღეს კონფლიქტის მომგვარებლის, გაჭირვებულების დამხმარეს როლს შეითავსებთ. შეეხმიანეთ ნათესავებს, რომლებიც თქვენს მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას საჭიროებენ.
კომენტარები