0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გამგეობებიდან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა გათავისუფლების შემდეგ, საკადრო წმენდა ბაგა-ბაღებშიც იგეგმება?!

        თბილისის მერიისთვის კონკურსების ჩატარება უკვე ფორმალობად იქცა. ჯერ იყო მერიის და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც მიუხედავად ტესტირებაში აღებული მაღალი ქულისა, მაინც სამსახურის გარეშე დარჩნენ,მოტივი პოლიტიკურია, ეს ადამიანები უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ.. ჯერი თბილისის ბაგა-ბაღებზე მიდგა, რომლის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც დავით თორდინავაა. 
     ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს ინტერნეტ ტელევიზიაში რეკავდა უამრავი უკმაყოფილო ბაგა-ბაღის დირექტორი,რომლებიც დახმარებას მედიისგან ითხოვდნენ, მათი ინფორმაციით, დავით თორდინავა ბაგა-ბაღებში ცვლილებებს გეგმავდა , რომელიც შემდეგში მდგომარეობდა:
          "აპირებენ ივლისის თვეში გამოცდების ჩატარებას, თუმცა გამოცდებს არავინ ჩივის, საქმე იმაშია, რომ ეს მხოლოდ ერთი მიზნით კეთდება, გაგვათავისუფლონ დაკისრებული თანამდებობიდან , რადგან უკვე არჩეული ჰყავთ კადრი, რომლითაც შევიცვლებით, ისინი კი რათქმაუნდა "ქართული ოცნების"მხარდამჭერები არიან“..-აცხადებენ ბაგა-ბაღის დირექტორები, რომლებიც ანონიმურობის დაცვას ითხოვენ, მათივე უსაფრთხოებისთვის..               აღნიშული კითხვით ინტერნეტ ტელევიზია ITV.GE-ს ჟურნალისტმა დავით თორდინავას მიმართა, რომელთან დაკავშირებაც “უცნაურად“ რთული ყოფილა, ხან თათბირზეა, ხან ჟურნალისტებისთვის არ სცალია, ხან კი სმს-ს ინტერვიუს სთავაზობს.. რამდენიმე დღიანი თხოვნის შემდეგ ბატონმა დავითმა ჩვენთვის მოიცალა და კითხვაზე:“ იგეგმება თუ არა ახლო მომავალში ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის გამოცდების ჩატარება ?“ უარყოფითი პასუხი გაგვცა, მისი თქმით , მსგავს საკითხზე შიდა სამსახურშიც კი არ ყოფილა საუბარი და იმ დირექტორის ვინაობის გამხელა გვთხოვა,ვისგანაც ინფორმაცია მივიღეთ.. თუმცა წყაროს ანონიმურობა რათქმაუნდა დაცულია..    გარდა ამისა , შეგახსენებთ , რომ რამდენიმე თვის წინ ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემებით " ქრონიკა+“-იც დაინტერესდა, მაშინ საუბარი იყო „დაო+“ზე,რომელთანაც ხელშეკრულების გაწყვეტა ვადაზე ადრე აიძულეს დირექტორებს , ხელშეკრულება კი 2019 წლამდე იყო გაფორმებული, იყო საშიშროება იმისა, რომ „დაო+“-ს სასამართლოში დირექტორებისთვის ეჩივლა , მათ უფლებებს კი არავინ დაიცავდა, ვარაუდის დონეზე , ისინი ფიქრობდნენ, რომ გაცემული დირექტივები, ბაღების ძველი დირექტორების თავიდან მოსაშორებლად და მათ ნაცვლად სააგენტოს ხელმძღვანელის , თემურ თორდინავას კადრების დასანიშნად იყო გაცემული.
       ამ დროისთვის ბაგა-ბაღის დირექტორები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ , მათ იმედი აქვთ , რომ თემურ თორდინავა არ დაიწყებს თანამშრომელთა  გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით და სხვა საჭირო , უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავდება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები