სოც. მედია
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2015-05-29 12:11:35
შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, 29-30 მაისს, 08:00 საათიდან ქალაქ ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება. ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება შ.რუსთაველის გამზირზე, ა.წერეთლის, თამარ მეფის, ი.გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ზ.ფალიაშვილის ქუჩებზე.31 მაისს, 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება: გ.ტაბიძის, შ.რუსთაველის, მარი ბროსეს, ზ.ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზე.31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით - ვაჟა-ფშაველას, დავითის და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით, წერეთლის ქუჩის მიმართულებით.ავტომანქანების მოძრაობა ტელმანის მოედნიდან ზ.ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით ნებადართული იქნება.მოძრაობა 31 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.
კომენტარები