0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შლაპა მეჩაიე ქალებისადმი პატივისცემას გამოხატავს.."აკაკი გოგიჩაიშვილი ნარმანიას ცოლზე

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობამ მთელი ინტერნეტსივრცე აალაპარაკა. რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მოქალაქეებთან ერთად, ღონისძიებებზე დასასწრებად პოლიტიკოსები ოჯახებით იმყოფებოდნენ, მათ შორის, ქალაქის მერი დავით ნარმანია მეუღლესთან და შვილთან ერთად. მერის მეუღლის, თიკა თინიკაშვილის ჩაცმულობამ ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დამცინავი პოსტი სურათთან ერთად გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც , რომელზეც საკუთარი აზრი "ბიზნეს კურიერის" წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმაც გამოთქვა "მე მომწონს - უფიქრია, შლაპა მეჩაიე ქალებისადმი პატივისცემას გამოხატავს, ხალათი - ჩოხის ელემენტებითაა, მაქმანები ხევსური ქალების ნაქსოვია, მწვანე ფერი - თბილისის გამწვანების სიმობლოა, ფეხსაცმელი და შლაპა ფერებში შეთანხმებულია - და აბა რას ერჩით - ნარამანია კიდევ პრემიებს არ იწერს, მარტო მისი მოადგილეები და მზა ტანსაცმლის ბრენდულ მაღაზიებს ალბათ ვერ გაწვდა - მოკლედ შექების ღირსია"- წერს აკაკი გოგიჩაიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები