0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუბლატი: პირველად მეც ამოვიღებ ამ ევროვიზიაზე ხმას

მომღერალი, ნინა სუბლატი სოციალრი ქსელიდან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს,მისი თქმით დასაფასებელია "ევროვიზია 2015"-ზე მეთერთმეტე ადგილის აღება,რადგან: 

საქართველო! გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს! მუდამ დამოუკიდებლობას გისურვებ! ამ დღეს სიმბოლურად დავამთხვევ და პირველად მეც ამოვიღებ ამ ევროვიზიაზე ხმას. მართალია ჩემს გარდა თითქმის ყველამ ისაუბრა და უარეს შემთხვევაში- პირი მოაღო ამ თემაზე, მაგრამ მაინც)) (შეგნებულად არც ერთ გადაცემაში არ მივედი და არ მივალ, რადგანაც უაზროდ ჭორაობა არ მახასიათებს) საქართველოს ვულოცავ ამ რთულ პირობებში და ვითარებაში მე11 ადგილზე გასვლას! 40 ქვეყნიდან, 40 თითქმის ყველა შენსაზე განვითარებული ქვეყნიდან გახვიდე მე11 ადგილზე თან ისე, რომ არც ერთი ათასი ( მილიონი კი არა) არ გქონდეს გადახდილი, ურთულესი ამბავია! მე შიდა შესარჩევის მოგების დღიდან გულღიად განვაცხადე, რომ მოგებას არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს ამ ეტაპზე და ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი ამბავია; ისიც მივაყოლე, რომ ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ღირსეულად წარსდგებოდა და ჩემი, გიორგის და შემოქმედებითი ჯგუფის 4 თვიანი უმძიმესი, ღამის თენებიანი, ნერვების შლიანი შრომის შედეგად, საქართველო ძალიან, ძალიან მაგრად წარსდგა ევროვიზიაზე; ამას მოწმობს თითოეული ევროპული შეფასება, დაწერილი სტატიები, პრესტიჟულ ტელე არხებზე მიწვევები და ზოგადად ის, რომ საქართველო და კერძოდ ჩვენი ვორიორი ერთ ერთი ფავორიტი იყო 2015 წლის პროექტის. ამას ასევე ისიც მოწმობს, რომ მთეელი საქართველო და ემიგრანტი ქართველები ჩართულნი იყვნენ ევროვიზიის კონკურსში და ისეთი ადამანებიც კი გვგულშემატკივრობდნენ, რომლებიც ტელევიზორს არ რთავენ ან ძალიან კრიტიკოსები არიან. მიხარია, რომ წლევანდელმა ევროვიზიამ ყველა გაგვაერთიანა: ჩემი გულშემატკივრები, სხვისი გულშემატკივრები, ახალგაზრდები, ხანში შესულები, პოლიტიკოსები, თვით ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ სააკაშვილსაც კი ერთი და იგივე პოსტი ედოთ! ისინიც გაერთიანდნენ!)) ასევე იმან გაგვაერთიანა, რომ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩვენი უზარმაზარი მეზობლის წარმომადგენლები ისხდნენ ჩემს გვერდით და სიყვარულს და მშვიდობას მოგვიწოდებდნენ (?!) ჩვენ ვთქვით, რომ მუდამ თავისუფლები ვიქნებით მტრისგან, რომ მუდამ ვიბრძოლებთ და ჩვენ - ჩვენ ვიქნებით და არა სხვანი და ამის გაკეთება ვინმეს თუ მარტივი გონია, ან ამის იმ სიტუაციაში ხმამაღლა განცხადება ფეხებზე კიდია, ადგეს და დატოვოს აქაურობა და წავიდეს სადაც საჭიროა. გაგვაერთიანა იმან, რომ წლევანდელ მესიჯზე (Building Bridges) ხიდების მშენებლობა, ვთქვით, რომ ჩვენ თავისუფლებისკენ ვაგებთ ხიდს და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის. მე მესმის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც მე11 ადგილზე გული დასწყდა; ამაზე ლოგიკურად ყველაზე მეტად ვინმეს გული თუ უნდა დასწყვეტოდა, ეგ ვიღაც მე ვარ, რადგანაც ამ რთულმა პროცესმა ჩემზე გადაიარა და მერწმუნეთ, არაფერია იმაზე რთული, როდესაც იცი, თავდაუზოგავად შრომა, გათენებული ღამეები, ურთულესად განხორციელებული იდეები, ნერვიულობა და სხვა მრავალი მხოლოდ შექებას დაიმსახურებს და იმ ადგილს ვერ მიიღებს, რომელსაც იმსახურებს. ჩემმა ერთ ერთმა მეგობარმა აღნიშნა, რომ მოწინავე პოზიციაზე გასული მონაწილის თმის შეღებვა და ნინა სუბლატის სასცენო კოსტიუმი ერთი ფასი დაჯდა და ზუსტადაც რომ)) უფრო სასაცილო ის არის, რომ ამ კოსტიუმისთვის (ავღნიშნავ, პირველი შექმნილი კოსტიუმი გაიცხრილა მიზეზების გამო და მეორე შეიკერა) თანხა ჩემი საფულედან ამოვიღე, რადგანაც მეორეზე თანხა არ იყო გამოყოფილი. და ვინმეს თუ ძალიან აინტერესებს, ევროვიზიაში მონაწილე არტისტს ყოველთვის მილიონი უწარმატებულესი დიზაინერი ჩუქნის(მეთქი) კაბას, ფეხსახმელს, სამკაულს, ნიფხავს და ასე შემდეგს. იმიტომ კი არა, რომ "ნინიას ბაღია", იმიტომ, რომ ქვეყანა წარსდგება და ეს პირველ რიგში პრესტიჟია, მერე ნამუსი და მერე საქონელი. მაგრამ ეგ სხვა თემაა. მე უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა ასე წარმატებულად წარსდგა! მე უბედნიერესი ვარ, რომ ყველა გავერთიანდით ერთი მიზნით: გვეჩვენებინა ჩვენი თავი, ჩვენი ურყევი პოზიციით და ეს პოზიცია ახალგაზრდამ რომ დააფიქსირა ხმამაღლა ეგ არის მთელი მიმზიდველი ამბავი და ყველასთვის იმას მოწმობდა, რომ ჩვენი პრონციპები არ შეცვლილა და არც შეიცვლება. პირადად ჩემთვის, ახალგაზრდისთვის, სამშობლოს წარდგენა ეს არის: ჩემი პოზიციის თანამედროვედ, გასაგები ენით, გასაგები და თანამედროვე ვიზუალით, სიყვარულით და შრომის მოყვარეობით წარდგენა. და ჩვენ ეს შევძელით! ასეთი ჩართულობა ჰა ჰა მიტინგზე ნახო (ან რაიმე მასეთზე) მე უბედნიერესი ვარ, რომ ჩვენზე ამდენს საუბრობდნენ, რას საუბრობდნენ და რამდენს, მოჰკითხეთ პირველ არხს და სიამოვნებით და სიხარულით მოგახსენებენ. ჩვენ გავიმარჯვეთ მეგობრებო და ეს გამარჯვება ბევრად მეტია ვიდრე პირველი ადგილი, რომელიც იმან დაიმსახურა, ვინც ამ მასშტაბური კონკურსის ჩატარებისთვის მზად არის და თავსატეხად არ მოევლინა. ბევრი საინტერესო და ინტრიგული ამბავი მოხდა შიდა სამზარეულოში, რომელიც ჩვენს ამ სახის გამარჯვებას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, მაგრამ ჭორაობაზე ვთქვი ზემოთ... მადლობა, რომ თქვენ ასე მიიღეთ ეს ამბავი! მადლობა, რომ ასე ედექით საქართველოს, თქვენს სამშობლოს გვერდით და თითოეული გამოსვლის დროს მე მარტო არ ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ქვეყანა იდგა ჩემს გვერდით და ეს უდიდესი სიამოვნებაა!! მიხარია, რომ ის ყველაფერი რაც ნახეთ მოგეწონათ და საუკეთესო გამოსვლა უწოდეთ  იქ სადაც გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია უკანასკნელ ადგილზე გავიდა 0 ქულით, რადგანაც კაცმა არ იცის (ან იცის) რა პოლიტიკა გვეტენებოდა, ერთი ციდა საქართველო მე11 ადგილზე აღმოცენდა! ამის დაუნახავობა, ზოგადად დაუნახავობაა, უმადურობაა და უკანასკნელი სიქაჯე! ახლა რაც შეეხება ნანთხევ ბოღმას, აღნიშნულ სიქაჯეს, შეურაცხყოფას, დემონოლოგიას (ეს უკანასკნელი თუ ასე გამოიყურება ადგეს და დაგვენახოს) და სხვა მრავალს: ჯერ ერთი ,რომ პაწია ბიძია პრობლემები გაქვთ ზოგიერთებს მორალთან, პატრიოტიზმთან და მაგდაგვად "კაიკაი" რაღაცეებთან. მერე კიდე, ვინც მე სატანობაში მადანაშაულებს (ვა დუ ზეი დუ ზეთ) ჯერ ერთი ცილს მწამებს ( რას ქადაგებს ჩვენი რელიგია სასულიერო პირს პირველ რიგში უნდა ახსოვდეს მგონი...) მერე კიდე ჰალუცინაციები აქვს, რადგანაც სატანას მამსგავსებს ამ ახალგაზრდა გოგოს, თან შეუხედავიც არ ვარ მაინც და მაინც, "ზნაჩეტ" ნანახიც ჰყავს და ცოტა მეუცნაურება ეგ ამბავი, აზრს გამოცდილ ფსიქიატრს დავეკითხები და დამეთანხმება. ( თუ ნანახი არ ჰყავს შეცდომაში ნუ შევყავართ, ტყუილიც ცოდვაა თუ არ ვცდები). ბოღმებს, უსაქმურებსა და ქაჯებს კი ამის მეტს ვერ გამოგეხმაურებით, რადგან ვიცი, ვიღაც რაღაცას ცოტა მაინც კარგად თუ გააკეთებს ეგრევე აფთრებივით ეცემით და გლეჯთ რომ უკეთესის გაკეთების სურვილი გაუქრეს. მე კი იმაში, რასაც ვაკეთებ მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული და ვერც ერთი მეჭაობე და მეზღვაური ვერ გადამარწმუნებს smile emoticon შემინდეთ, რომ თავი არ მოვიჭერი ამ კონკურსზე და ძალიან კარგად გამოვედი. ზოგისთვის სპეციალურად "პრასწიწე!" ესეც გავაკეთე, ამაზე უკეთესსაც გავაკეთებ და უკეთესზე უკეთესსაც, რადგან ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ჰიპერ შრომის მოყვარე ადამიანი ვარ და ვიღაცის გამო, ვინც ჩემს გამოსვლაზე ტელევიზორს რთავს და ბრუციან თვალს არ მისწორებს, ვერ გადავიყვარებ. მიყვარხართ იმის გამო, რომ ასეთი კარგები ხართ ჩემო მეგობრებო და თქვენს ფონზე ვითაცეები ისეთები არ ჩანან, როგორებიც არიან, თქვენ ამოძრავებთ ამ პატარა ქვეყანას!  ყველა არტისტს და ზოგადად ყველას ისეთ მხარდაჭერას ვუსურვებ, როგორიც მე მაქვს და ყველა ადამიანს ისეთ გაძლებას, როგორიც მე მაქვს, იმიტომ რომ მე მეცინება და იუმორის წყალობით და რეალობასთან ურთიერთობით სისულელედ და ნაკლულობად მიმაჩნია ეს 20 კაცის ატეხილი აჟიოტაჟი (პ.ს მაგარ ფოტოებს აწყობთ ხოლმე 😂😂😂) , მაგრამ ისეთი წამოძახილებით, როგორითაც ზოგიერთი საზრდოობს, სუსტ ადამიანს შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიაყვანინოს თავი და ყველა არტისტი ჩემნაირი არანორმალურად პოზიტიური არაა! ზოგი ძალიან სენსიტიურია (იყო არტისტი არ მიშნავს იმას, რომ ყველაფრის ატანა შეგიძლია და სისულელეებს ნუ დაწერთ) და მთლად სასულიერო პირი რომ ამდენ ცოდვას ერთიანად იღებს საკუთარ თავზე, აბა, ჩვეულებრივ, უფლის მოვლენილ ადამიანს, რომელსაც ზუსტად ისეთივე შემადგენლობა აქვს ყველაფრის როგორიც სასულიერო პირს, მაინც ორივე ადამიანია, რაღა უნდა მოსთხოვო smile emoticon წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგებო  სულ მალე კლიპზე მუშაობის დაწყება მაქვს გეგმაში (dark desire) და მიხარია, რომ დღეს დამოუკიდებლობის დღეა! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები