0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Toyota Prado-ს სენსაციური ფასი - 32 995 $

თბილისში მდებარე ტოიოტას ორივე ცენტრში, ტოიოტას ბესტსელერებზე  - Prado-სა და LC200-ზე სპეციალური კამპანიის ფარგლებში, აქამდე არნახული ფასები ამოქმედდა. 

„ასეთი გადაწყვეტილება პირველად მივიღეთ, გვინდა მომხმარებელს შანსი მივცეთ, რომ სასურველი ავტომობილი საუკეთესო ფასად - 20%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს. Prado “Family 3.0l”-ის შეძენა მომხმარებელს 39,000 $-ის ნაცვლად, 32,995 $ შეეძლება. Prado “Business 3.0l” კი აქციის ფარგლებში 41,000 $-ის ნაცვლად - 34,995 $ ეღირება.“ - აცხადებენ „ტოიოტა კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ ოფისში. 

Toyota Prado-სა და LC200-ზე უპრეცენდენტო აქცია რამდენიმე დღეა დაწყებულია და უკვე დიდი გამოხმაურება მოყვა. თუმცა მისი ხანგრძლივობის შესახებ, წარმომადგენლობაში დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, რადგან აქციის ფარგლებში შემოთავაზებული ავტომობილების რაოდენობა შეზღუდულია. 

Toyota-ს ბრენდებს შორის, აღნიშნული მოდელები ყველაზე პოპულარულია და საუკეთესო გაყიდვად მოდელებად ითვლება. აღნიშნულ ავტომობილებზე მოთხოვნა გამოწვეულია მათი საუკეთესო ადაპტირებით უგზოობის პირობებზე და ასევე იმ ფაქტით, რომ კომფორტულობის თვალსაზრისით, ეს ავტომობილები უდაოდ პრემიუმ და ბიზნეს კლასს განეკუთვნებიან. 

აღსანიშნავია, რომ კავკასიაში გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს Prado family-ის 7 სავარძლიანი მოდელი. ავტომობილის ამ სერიას გააჩნია სავარძლების მესამე რიგი, რომლის დაკეცვის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს საკმაოდ ტევად საბარგულს. ასეთი მოდელები ძალიან მოსახერხებელია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც უყვართ ქალაქგარეთ ან ხანგრძლივ მოგზაურობებში ავტომობილით სიარული. 

ტოიოტას წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოში განსაკუთრებით მოთხოვნადია დიზელის მოდელები, რომელთა საწვავის მოხმარების ეკონომიურობა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია: დაახლოებით 8 -11 ლ 100 კილომეტრზე ქალაქში. ასევე 226 გ/კმ-დე შემცირებულია გამონაბოლქვის მაჩვენებელი.

გარდა ამისა, აღნიშნული მოდელების ძარა, MT (მულტი-ლანდშაფტური) მონიტორი და MTS სისტემა,  მფლობელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სასურველი მართვის რეჟიმი სხვადასხვა პირობებში სატარებლად.  მისი X-HAC - პნევმატური დაკიდების სისტემა კი უზრუნველყოფს ავტომობილის რბილ და კომფორტულ მართვას.  

„ჩვენს რეგიონში მოდელები - Prado “Family 3.0l” და Prado “Business 3.0l”  განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. სწორედ ამიტომ აქციის ფარგლებში პირველ რიგში ამ ავტომობილების შეთავაზება გადავწყვიტეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის“ - აცხადებენ ტოიოტას წარმომადგენლობაში. 

 რაც შეეხება ტოიოტას დანარჩენ მოდელებს, მათი ფასები აქციის ფარგლებში ასეთია:

Prado ‘executive 3.0l’ – 57,400 USD -> 50,200 USD,

Prado ‘business 4.0l’ – 47,700 USD -> 42,395 USD

Prado ‘executive 4.0l’ – 58,300 USD -> 49,995 USD

LC200 ‘comfort +’ – 47,400 USD -> 41,995 USD

LC200 ‘prestige 4.5l’ – 74,400 USD -> 66,975 USD

LC200 ‘ Prestige 4.6l’ – 74,000 USD -> 66,995 USD

LC200 ‘SE 4.6l’ – 76,400 USD -> 67,995 USD 


 

მომხმარებლებს ავტომობილების აქციების პირობებით შეძენა, ტოიოტა ცენტრ თბილისსა და  ტოიოტა ცენტრ თეგეტაში შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები