0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. უხეშობას უხეშობით ნუ უპასუხებთ. არავის ენდოთ. შეიძლება ვიღაცამ განგებ დაგაბნიოთ ან გამიზნულად მოგატყუოთ. 

კურო
კარგი დღეა მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი და ჟურნალისტი კუროებისთვის. მოსალოდნელია მივლინება, მგზავრობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. 

ტყუპი
წარმატებას მომენტალურად ვერ მიაღწევთ, მისკენ მიმავალს ბევრი შრომა და გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ. 

კირჩხიბი
ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური, მაგრამ ნურც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებთ. წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები. კარგი დღეა მომავლის დასაგეგმავად. 

ლომი
სამსახურში მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობა. კარგი დღეა იმიჯის, გარეგნობის შესაცვლელად. 

ქალწული
მოერიდეთ ისეთ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებას, რომელშიც კომპეტენტური არ ხართ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების მოწყობას. 

სასწორი
მოერიდეთ კონფლიქტებს. ფინანსური საკითხები დაკვირვებულად აწარმოეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ხარისხს. 

მორიელი 
არ გირჩევთ კონფლიქტის მოგვარებას ძალისმიერი ხერხებით. ზოგიერთს დაქორწინება, პირადი ცხოვრების გაუმჯობესება ელის; ზოგს - განქორწინება და ქონების გაყოფა. 

მშვილდოსანი
მუდამ დამოუკიდებელი და თავისუფალი ხართ, მაგრამ ხანდახან მაინც უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს რომ თქვენი წარმატება გარშემო მყოფებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ნუ გაიფუჭებთ მათთან დამოკიდებულებას. 

თხის რქა
მოერიდეთ ფულის ფლანგავს და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. 

მერწყული
გაფრთხილდით, ზედმეტი თავისუფლების გამო უსიამოვნება არ მოგივიდეთ საყვარელ ადამიანთან. მეტი სიმკაცრე და დისციპლინა უნდა მოსთხოვოთ ბავშვებს. 

თევზები
მოერიდეთ სერიოზული საქმეების დაწყებას. სიზარმაცისა და აპათიის გამო ვერ მოახერხებთ მათ დასრულებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები