0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში მულტიბრენდული მაღაზია - Rosie გაიხსნა

თბილისში, პუშკინის #15-ში, მულტი-ბრენდული მაღაზია - Rosie ოფიციალურად გაიხსნა. მაღაზია Rosie ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ აღიარებულ მსოფლიო ბრენდებს, როგორიცაა  Ralph Lauren Polo, Armani Collezioni, M missoni, რომელთაც სულ მალე დაემატება Alexander McQueen-ი და სხვა ცნობილი ბრენდები.

მაღაზია თავისი კონცეფციით რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული მდიდრული და გლამურული მაღაზიებისგან, აქ ერთადაა შერწყმული ბრენდის თანამედროვე და ტრადიციული ხაზები. მაღაზიაში, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული, ქალისა და მამაკაცის კლასიკური და თავისუფალი სტილის კოლექციებია წარმოდგენილი.

“მოხარულები ვართ, რომ 8 მაისს Rosie-ს მაღაზიის გრანდიოზული გახსნის ცერემონია ჩატარდა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ  მაღაზიაში წარმოდგენილი მსოფლიოს წამყვანი, ცნობილი ბრენდების სამოსი.“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა დავით მჭედლიძემ.

Rosie-ს გახსნის საღამოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მომღერლები, მოდის ბლოგერები და ცნობილი ადამიანები დაესწრნენ.  მაღაზია სტუმრებს ტკბილეულით, კოქტეილებით და შამპანურით გაუმასპინძლდა, დადებითი განწყობის შესაქმნელად კი Dj დავით გაბუნიამ იზრუნა.

მაღაზია Rosie საქართველოში შპს “Leader System”-ის მიერ არის წარმოდგენილი. აღნიშნული კომპანია ასევე ფლობს თბილისის ცენტრში თავისუფლების მოედნის N 2 - ში მდებარე მსოფლიოში ცნობილი, ბრენდის მაღაზია Burberry-ს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები