0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

13 წლის ავადმყოფი რუსმა მესაზღვრეებმა ენგურის ხიდზე არ გაატარეს - ის კი შემოვლით გზაზე გარდაიცვალა

მას შემდეგ, რაც ენგურის ხიდთან მდგარმა რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა უარი უთხრეს 13 წლის ლევან ცაავას ოჯახს ზუგდიდისკენ გადაადგილების ნებართვის გაცემაზე, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზარდის გადაყვანა ოჯახმა შემოვლითი გზით სცადა, რა დროსაც ბიჭუნა გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას "ნიუპოსტი" ექსკლუზიურად ავრცელებს და დასძენს, რომ ლევან ცაავას ოჯახს რუსეთის  ФСБ მიერ გაცემული სპეციალური სანებართვო ბლანკი მოსთხოვეს, რაც, ცხადია, მათ არ ჰქონდათ. მცირე მოლაპარაკების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, ლევანი შემოვლითი გზით გადაეყვანა ზუგდიდში, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა.

 

სხვათა შორის, ჩაავებმა გალის საავადმყოფოს ექიმების რეკომენდაციაც უჩვენეს ე.წ. მესაზღვრეებს, სადაც ეწერა, რომ ლევან ცაავა სასწრაფოდ ზუგდიდში ან ქუთაისში გადაყვანას საჭიროებდა, მაგრამ ოკუპანტებმა ეს მიმართვა საბუთად არ მიიჩნიეს.

 

გზაში ლევან ცაავას მდგომარეობა გართულდა. მან რამდენჯერმე დაკარგა გონება და როცა ენგურზე ფონს მიაუახლოვდნენ, გარდაიცვალა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები