0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გეგმებისა და მიზნების განხორციელების დღეა. მეგობრები და ნათესავები მატერიალურად დაგეხმარებიან. 

კურო 
ყურადღებით იყავით, არავინ მოგატყუოთ. სანამ საბუთებს ხელს მოაწერდეთ, ყველა პირობას ყურადღებით გაეცანით. 

ტყუპი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მაქსიმალურად დაკვირვებულად მიუდექით ყველა საქმეს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ინიციატივას. 

კირჩხიბი
განწყობის ცვალებადობის გამო ნუ გაირთულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდით კუჭს, ნერვულ სისტემას. 

ლომი 
ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. ფინანსური საკითხების მოგვარებას სხვას ნუ ანდობთ. ნუ დათანხმდებით საეჭვო საქმიან შემოთავაზებებს. 

ქალწული
მოერიდეთ სარისკო საქმიანობას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა დღისთვის გადადეთ სერიოზული, ფინანსური, საკითხების მოგვარება.

სასწორი 
კარგი დღეა ახალი საქმეების, მოგზაურობის დასაწყებად. გაისტუმრეთ ვალები. 

მორიელი
საშუალება მოგეცემათ უკეთესობისკენ შეცვალოთ ცხოვრება, საქმეები, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გათავისუფლდით მავნე ჩვევებსგან, დაანებეთ თავი სიგარეტის მოწევას. 

მშვილდოსანი 
სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მგზავრობისას, ტექნიკასთან. არავის მოატყუებინოთ თავი. ნუ ჩაიგდებთ თავს რთულ სიტუაციაში. 

თხის რქა
სამსახურში გამოაჩნიეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ნუ ენდობით გარშემო მყოფებს და ნუ მოექცევით მათი გავლენის ქვეშ. 

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციას, გადაამოწმეთ. თქვენთვის საქმეების დასრულება უფრო მნიშვნელოვნია, ვიდრე წოდებები და ჯილდოები. 

თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა ძვირად ღირებული ნივთებისა და უძრავი ქონების შესაძენად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები