1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ათი სასტიკად აკრძალული წიგნი..

საუკუნეების განმავლობაში ლიტერატურა ცენზურულ შეზღუდვებს განიცდიდა, რომელიც პოლიტიკასთან, რელიგიასთან იყო დაკავშირებული, ან მხოლოდ იმიტომ იზღუდებოდა, რომ სექსის თემაზე „მეტისმეტად“ ბევრი ეწერა. მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, თამამად იკითხონ წარსულში სახიფათოდ მიჩნეული წიგნები. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ათ წიგნს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო აკრძალული იყო. 1) “საოცარი ახალი სამყარო” – ოლდოს ჰაქსლი (1932) წიგნი, რომელიც დაიწერა 1931 წელს, ეხება თავისი პერიოდის ყველაზე აქტუალურ თემას – ინდუსტრიალიზაციას, ჰუქსლი აღწერს საზოგადოების დაყოფისა და იდენტურობის დაკარგვის გამანადგურებელ ეფექტებს. ის ისწავლებოდა ამერიკულ სკოლებში, მაგრამ საბოლოოდ მთავრობამ მისი სასწავლო პროგრამიდან ამოღება განიზრახა, იმის გამო, რომ ნაწარმოების თემა „ნეგატიური იყო“. 2)”მრისხანების მტევნები”- ჯონ სტეინბეკი (1939) რომანი, რომელმაც სტეინბეკს პულიცერის პრემია მოაგებინა 1939 წელს დაიბეჭდა, მასში აღწერილი იყო დიდი დეპრესიის გავლენა ადგილობრივ ღარიბ საზოგადოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურულმა ელიტამ წიგნი მოიწონა, ის ამერიკაში საზოგადოდ აიკრძალა, რადგან ხალხში შოკისმომგვრელი რაქცია გამოიწვია სტეინბეკის მეთოდმა, რომლითაც მან დაუნდობლად აღწერა საზოგადოებაში არსებული სიღარიბე. 3)”კირჩხიბის ტროპიკი”- ჰენრი მილერი (1934) წიგნში მოქმედება საფრანგეთში ვითარდება და აღწერილია თავად ავტორის ცხოვრება, რომელიც იმ პერიოდისათვის საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის მებრძოლი მწერალი იყო. მილერი თამამად საუბრობს იმ სექსუალურ ნიუანსებზე, რომლებმაც მის ცხოვრებაში იჩინა თავი. გამოსვლისთანავე პენსილვანიის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა წიგნი, რომელსაც მოგვიანებით ჯორჯ ორუელმა 1930-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები უწოდა. 4) “სასაკლაო ნომერი ხუთი”- კურტ ვონეგუტი (1969) წიგნი მოგვითხრობს ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელიც გერმანელებმა შეიპყრეს და დრეზდენში ტყვეობაში ამყოფებენ. ერთ-ერთ „სასაკლაოში“ გამომწყვდეული (რომელსაც „საკლაო ნომერი ხუთი“ ჰქვია), ის ცდილობს გადაურჩეს დაბომბვებს, რომელიც დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკის მთავრობამ მიიჩნია, რომ წიგნი ბავშვებზე ცუდ გავლენას იქონიებდა. 5)”სატანური ლექსები”- სალმან რუშდი (1988) რომანის მთავარი გმირი ინდოელი ემიგრანტია, რომელიც თანამედროვე ინგლისში ცხოვრობს. ისლამურმა საზოგადოებამ წიგნი ისლამის შეურაცხყოფად აღიქვა, რის შედეგადაც ვენესუალაში ამ წიგნის კითხვისთვის 15 თვიანი თავისუფლების აღკვეთა დაწესდა სასჯელად, ჯარიმები დააწესა იაპონიამაც, ხოლო ამერიკის ორმა მსხვილმა წიგნების მაღაზიამ მის გაყიდვაზე საერთოდ უარი თქვა. 6)”კარგია იყო წყნარი”- სტეფენ ჩობსკი (1999) ავტორის შთაგონების წყაროდ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ იქცა. რომანი 1999 წელს გამოიცა და მოგვითხრობს ისტორიას მოზარდზე, რომელიც ანონიმურ მეგობარს წერილების სერიას უძღვნის. სექსუალური კონტექსტისა და ამ კონტექსტის ჰომოსექსუალისტური ასპექტების გამო წიგნი ამერიკის ბიბლიოთეკებში აიკრძალა. 7)”ის, რაც ინგრევა”- ჩინუა აჩებე (1958) აფრიკული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელიც ეხმიანება ბრიტანული კოლონიალიზმის ხანას. წიგნი აიკრძალა მალაიზიაში, როგორც კოლონიალიზმისა და მისი შედეგების მიმართ კრიტიკული ნაწარმოები. 8)”ამერიკელი ფსიქოპატი” – ბრეტ ისტონ ელისი (1991) წიგნი აღწერს ნიუ იორკში მცხოვრები სერიული მკვლელისა და ბიზნესმენის ცხოვრებას და საზარელ ეპიზოდებს ამ ცხოვრებიდან. ყველა, ვისაც ამ წიგნის ეკრანიზაცია აქვს ნანახი, მიხვდება, თუ რატომ აიკრძალა ის. გერმანიამ ნაწარმოები საზიანოდ შერაცხა 1991 წელსვე და მისი გაყიდვა შეზღუდა. კანადაში აკრძალული იყო უკანასკნელ წლებამდე, ხოლო ავსტრალიის არაერთ შტატში დღესაც შეზღუდულია. 9)”მეტამორფოზა” – ფრანც კაფკა (1915) წიგნში აღწერილი გრეგორ ზაზმსს არაადამიანური მეტამორფოზა და ამ პროცესის თანმდევი მოვლენები, რომელიც ზაზმას ოჯახში ვითარდება. კაფკას ყველა ნაწარმოები აკრძალული იყო საბჭოთა და ნაცისტური მმართველობების მიერ, ისევე, როგორც ჩეხოსლოვაკიაში, რადგან მწერალმა უარი თქვა ჩეხურად წერაზე და გერმანულ ენას იყენებდა. 10)”ლოლიტა” – ვლადიმირ ნაბოკოვი (1955) ნაწარმოებში მოთხრობილია ჰუმბერტ ჰუმბერტისა და 12 წლის გოგოს სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. მას შემდეგ, რაც „სანდეი ექსპრესის“ რედაქტორმა მას უწოდა „ყველაზე ბინძური წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს“, წიგნს პორნოგრაფიის სტატუსი მიენიჭა და 1955 წელს საფრანგეთში აიკრძალა, თუმცა ამავდროულად აშშ-ში თავისუფლად დაიბეჭდა. თარგმანი : ბექა ბერულავა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები