ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე 300 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელსაც კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა. პრემიერმა პროექტს, რომელიც მისივე ინიციატივით ხორციელდება უაღრესად აქტუალური უწოდა,ხოლო მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დადებითად შეაფასა და მშენებლებს წარმატება უსურვა.
ობიექტი, ასევე, დაათვალიერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა.
როგორც „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ აღნიშნა, ლისის ტბის ფერდობზე სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება სტუდენტებისათვის, ასევე, ადმინისტრაციული შენობა, სადაც 150 სტუდენტზე ერთდროული მომსახურებისათვის გათვლილი კაფეტერია განთავსდება.
"იდეა, თბილისში თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაწყებულიყო, შარშან დაიბადა. წელს უკვე მშენებლობა დაიწყო და სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება და ახალ 2015/2016 სასწავლო წელს სტუდენტებისთვის მზად იქნება. რეგიონებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლის ოჯახსაც არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა დედაქალაქში საცხორებელი ადგილით უზრუნველყოს. ეს ჩვენ შევქმენით ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რათა მათაც მიეცეთ სწავლის შესაძლებლობა. ყველა ევროპული ტიპის ქალაქი, სადაც უმაღლეს განათლებას და სწავლას ყურადღება ექცევა, ასეთი ცენტრებით არის უზრუნველყოფილი,“ - განაცადა პრემიერმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის, ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ობიექტის სპორტული მოედნებით მოწყობა, ასევე ბიბლიოთეკითა და კაფეტერიით აღჭურვა.
საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5 250 777 ლარს შეადგენს.
საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის იქნება განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული მათთვის. მშენებლობის დასრულება მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება. აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, საქართველოს მთავრობის დავალებით შპს „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს.
სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენი" შეიქმნა 2012 წლის აპრილში. კომპანიის მისიაა დააკმაყოფილოს ყველაზე ამბიციური დამკვეთის მოთხოვნა, შეუქმნას მათ ცხოვრებისა და ბიზნესის წარმოების უსაფრთხო გარემო და, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის დროს კომპანია აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და უახლეს სამშენებლო მასალებზე.
კომპანიის მიზანია უმოკლეს დროში მოიპოვოს პირველობა სამშენებლო ბაზარზე. სწორედ ამიტომ, თანმიმდევრულად გეგმავს თავისი სამუშაო არეალის გაფართოებას და, შესაბამისად, კომპანიის დინამიურ განვითარებას.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები