მსოფლიო
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-04-16 23:30:14
ერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად და უკვე დაწყებულების დასასრულებლად. პირადი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივის გამოჩენა გმართებთ.
კურო
დამოუკიდებლად უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე დამხმარეებთან ერთად. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მიხედეთ ჯანმრთელობას.
ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და მათთან ერთად ახალი საქმეების დაწყებასაც გადაწყვეტთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად.
კირჩხიბი
ზოგიერთი, წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის პრემიას ან ჰონორარს მიიღებს. ზოგიერთს კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შეაქებენ. ზოგმაც თამამად მოითხოვეთ დაწინაურება ან ხელფასის მომატება.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ზოგიერთი რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავთ. კარგი დღე ელით იურისტ, პედაგოგ და პოლიციელ ლომებს.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შანსი მოგეცემათ ისეთი სამუშაო შეასრულოთ, რომელიც მომავალში ფულსა და აღიარებას მოგიტანთ.
სასწორი
გამოჩნდებიან ადამიანები (მეგობრები, ყოფილი შეყვარებულები, თანამშრომლები) წარსულიდან, რომლებიც ურთიერთობის აღდგენას მოგთხოვენ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
მორიელი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს კი საინტერესო ნაცნობობა და "ერთი ნახვით შეყვარება" ელით.
მშვილდოსანი
ნურავის გაუმხელთ საკუთარ იდეებს. მიზანმიმართულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ და აუცილებლად მიაღწევთ სასურველს.
თხის რქა
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და შეიძლება ერთი ნახვით შეგიყვარდეთ. თქვენი შეცდომა ისაა, რომ იმას არ ლაპარაკობთ, რასაც ფიქრობთ.
მერწყული
ენერგიის მომატებას იგრძნობთ და გეგმებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.
თევზები
კარგი დღეა ახალი პროგრამების ასათვისებლად, ინფორმაციის მისაღებად. თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან, რომლებთან ერთადაც სამომავლო საქმეებს დაგეგმავთ.
კომენტარები