1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დისციპლინირებულად იმოქმედეთ და მოთოკეთ ემოციები. აგრეთვე, მოერიდეთ კამათს ნათესავებთან. 

კურო
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ზოგიერთები კი დაოჯახების გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ტყუპი
გარშემო მყოფების მიმართ მეტად გულისხმიერი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. ახლობლებს მატერიალურ დახმარებაზე უარი არ უთხრათ. 

კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, ემოციების გამოხატვას. უმჯობესია ყველა უსიამოვნება იუმორში გაატაროთ. 

ლომი
სასიამოვნო ადამიანების გაცნობა გელით. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ. 

ქალწული
დღეს ყველა იდეისა და გეგმის განხორციელება მოგინდებათ. კარიერული წინსვლის შანსი მოგეცემათ. გირჩევთ ჯერ ცოდნა, გამოცდილება დააგროვოთ და გრანდიოზული გეგმების განხორციელება მომავლისთვის გადადოთ.

სასწორი
ინტრიგებისა და შურის გამო საკუთარი საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. 

მორიელი 
გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. არავის გაუმხილოთ საკუთარი იდეები და ეცადეთ, ისეთ ადამიანებთან იკონტაქტოთ, ვის გვერდითაც თავს დაცულად გრძნობთ. 

მშვილდოსანი
თუ მოთმინებით აღიჭურვებით და ყველა უსიამოვნებას მშვიდად მოაგვარებთ, დღის ბოლოს კარგ შედეგს მიიღებთ. 

თხის რქა
დღის პირველ ნახევარში მეტად გააქტიურდით და არ გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება. დღის მეორე ნახევარში ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. 

მერწყული
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. 

თევზები
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არც ფიზიკურად გადაიღალოთ. გაუფრთხილდით კუჭს. კარგი პერიოდია პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩასატარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები