სოც. მედია
კოტე თოლორდავას სიკვდილის გარემოებებზე პოლიცია პირველ ინფორმაციას ავრცელებს
2015-04-13 22:51:13
დღეს გამთენიისას რუსულმა მედიამ, სამართალდამცველ უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მსახიობ კოტე თოლორდავას სიკვდილის გარემოებების შესახენ პირველი ინფორმაციას გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასს"-ის ინფორმაციით, კოტე თოლორდვას ცხედარი სამართალდამცველებმა მოსკოვის სასტუმროს ნომერში 11 აპრილს 16:00 აღმოაჩნეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის გამთენიისას გარდაიცვალა. "გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა ამ დროისათვის შემოწმება მიმდინარეობს" განუცხადა სააგენტოს ჟურნალისტს კონფიდენციალურმა წყარომ.
კოტე თოლორდავა მოსკოვში გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად 9 აპრილს ჩავიდა და ის რამდენიმე დღეში უკან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.
კომენტარები