სოც. მედია
14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-04-13 22:47:20
ვერძი
დასახული მიზნიდან არ გადაუხვიოთ. იბრძოლეთ სასურველის მისაღებად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
კურო
დღეს ერთ ადგილზე ვერ გაჩერდებით. მოგინდებათ ინტერიერის შეცვლა, რემონტის დაწყება, ახალ ბინაში გადასვლა.
ტყუპი
ფულის გამო არ ღირს ავანტიურაში, სარისკო საქმიანობაში გარევა. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ.
კირჩხიბი
დღეს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. შესაძლოა მათთან ერთად ახალი საქმიანობა წამოიწყოთ.
ლომი
მთელი დღე სამსახურებრივ საქმეებს უნდა დაუთმოთ. კარგი დღეა სპეციალისტებისგან კონსულტაციის მისაღებად.
ქალწული
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, მათ მიმართ მეტი სიყვარული და მზრუნველობა გამოხატეთ.
სასწორი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, დოკუმენტებთან. მაქსიმალურად ყურადღებით იყავით.
მორიელი
ეცადეთ დილიდან კარგ გუნებაზე განეწყოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ფულის დაბანდებას.
მშვილდოსანი
მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. ნაბიჯის გადადგმამდე, რაიმეს თქმამდე კარგად დაფიქრდით.
თხის რქა
აქტიური დღე გელით. მოსალოდნელია ფორს-მაჟორული სიტუაციები, ყურადღებით და დაკვირვებულად იმოქმედეთ.
მერწყული
ახალი სამსახური გამოგიჩნდებათ. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, თუმცა, ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. არ აიღოთ ვალი.
თევზები
კარგი დღეა საყიდლებისთვის, მაგრამ არა ძვირად ღირებული, არამედ ყოველდღიური, ოჯახური ნივთების. აგრეთვე, რემონტის დასაწყებად.
კომენტარები