1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოდ: თბილისში ნიგერიის 4 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია ამ წუთებში მობილიზებული ვაჟა ფშაველას გამზირზე, სადაც ერთ ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის 4 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამის სტუდენტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთი სტუდენტის სიკვდილის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით მხუთავი აირის გაჟონვა გახდა. უბედურის შემთხვევა წინასწარი ინფორმაციით არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

გარდაცვლილთა მეგობრების თქმით, სტუდენტები გუშინ გაუჩინარდნენ დღეს კი მათმა მეგობრებმა პოლიციას მიმართეს, სამართალდამცველებმა კი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს. ცხედრებს დღესვე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები