სოც. მედია
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-03-29 23:41:17
ვერძი
ბედნიერი და წარმატებული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოულოდნელად მსხვილ თანხას მიიღებთ.
კურო
წვრილი უსიამოვნებების გამო ნუ გადადეთ მსხვილი საქმეების მოგვარებას. ახალი პროექტები კოლეგებთან ერთად განიხილეთ.
ტყუპი
მოერიდეთ ტყუილით, აფერისტობით სასურველის მიღწევას. თქვენი აფერა გამჟღავნდება და საქმეებსაც გაიფუჭებთ და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებასაც.
კირჩხიბი
დილა ვარჯიშით, ცურვით დაიწყეთ. კარგი დღეა აქტიური საქმიანობის დასაწყებად. წინა კვირას დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.
ლომი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. თანამოაზრეების მხარდაჭერით ნებისმიერ პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. კარგი დღეა ახალი პროექტებისთვის პარტნიორების მოსაძიებლად.
ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. აგრეთვე დაეხმარეთ მათ ცოდნის მიღებაში და თანატოლებთან საერთო ენის გამონახვაში.
სასწორი
მაქსიმალური ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. მოერიდეთ დოკუმენტების გაფორმებას, საბუთების ხელმოწერას.
მორიელი
გაფრთხილდით, რათა არავინ მოგატყუოთ, არაფერი დაკარგოთ ან მოგპარონ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
მშვილდოსანი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. დღეს შესრულებული საქმიანობა მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
თხის რქა
აქტიური და მიზანსწრაფული ხართ. დილიდან ახალი ცხოვრების, ახალი საქმეების დაწყების სურვილი გაქვთ. გაამდიდრეთ რაციონი კალციუმს შემცველი პროდუქტებით.
მერწყული
ზოგიერთს შანსი მიეცემა, უცხოელ კოლეგებთან იმუშაოს და აიმაღლოს კვალიფიკაცია, ზოგს საზღვარგარეთ ელის მივლინება. კარგი დღეა უცხო ენის სწავლისთვის.
თევზები
რთული სიტუაციებიდანაც კი ადვილად დაიძვრენთ თავს. კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. სამსახურში დისციპლინა საკუთარ თავსაც უნდა მოსთხოვოთ და კოლეგებსაც.
კომენტარები