მსოფლიო
,,ლამბერსექსუალი გამხდარა ნაკრები"
2015-03-29 23:21:49
ნანუკა ჟორჟოლიანი ფეხბურთის დღევანდელ მატჩს თვალყურს ადევნებდა და საქართველოს ნაკრებს აქტიურად გულშემატკივრობდა კიდეც.
ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავის პოზიციას სხვებსაც უზიარებდა: ფაქტია რომ ბიჭები მაგარს ცდილობენ, დარბიან და აღარ დადიან სტადიონზე! ფაქტია ისიც, რომ ლამბერსექსუალი გამხდარა ნაკრები:) მთავარია არ წავაგოთ!
ნანუკა ქართველ გულშემატკივარსაც გამოექომაგა,რომელიც ვარჯიშის დაწყებისთანავე მოედანზე შევარდა და ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, გადაეხვია, შემდეგ დაიჩოქა და ფეხებზე ხელებით შეეხო. (https://www.youtube.com/watch?v=-zv3JnJztio)
"აუ ჩაქოლეს ბავშვი:) ევასებოდა და გამოხატა! სულაც არ მიკვირს, რომ გიკვირთ ფანობის ეს ფორმა ადამიანებს, რომლებიც გიჟდებით ზიზღის და ბოღმის ფრქვევაზე. ვიტნი ჰიუსტონი სადმე რომ მენახა, უარესს ვიზამდი. ჯიგარია ის ბავშვი smile emoticon "-წერს ჟურნალისტი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან ანგარიშით, 0:2 დამარცხდა. მატჩი თბილისში , "დინამო არენაზე" ჩატარდა.
კომენტარები