1 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. არავის გაუმხილოთ იდეები და გეგმები; არაკეთილმოსურნეებს საკუთარი წარმატების შესახებ ნუ მოუთხრობთ. 

კურო
თქვენი წარმატება თქვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული. ამიტომ, გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებსა და ინტრიგებს. 

ტყუპი
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. შეიძლება სირთულეები შეგექმნათ მიმდინარე პროექტებზე მუშაობისას. 

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან. 

ლომი
გაფრთხილდით, არ დაკარგოთ საბუთები, ფული; არავის მოუყვეთ საკუთარი შემოსავლის, საქმეებისა და საყიდლების შესახებ. 

ქალწული
მნიშვნელოვანი საქმეების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, უმნიშვნელო დეტალიც კი გააანალიზეთ. დახმარებითვის მხოლოდ ახლობელ ადამიანებს მიმართეთ. 

სასწორი
გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. არავინ ისარგებლოს თქვენი გულუბრყვილობით. მოერიდეთ ხალხის მასებთან ურთიერთობას. 

მორიელი 
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გავლენიან ადამიანებთან, უფროსთან. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებსა და ინტრიგებს. 

მშვილდოსანი
საყვარელი ადამიანის მიმართ თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ და საჩუქრებით გაანებივრებთ, გაგიუმჯობესდებათ მასთან ურთიერთობა. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ ”ცივი”, უკარება. 

თხის რქა
მოერიდეთ კონფლიქტს შვილებთან. აკონტროლეთ ემოციები. ნუ იქნებით ყველაფრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი. 

მერწყული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მაგრამ ნუ წამოიწყებთ ახლებს. 

თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ სწავლასა და სამსახურის საქმეებს. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები