სოც. მედია
მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა
2015-03-13 11:35:57
მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა. არსებული შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ყოფილი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მკვლელობა მესტიაში დღეს, გამთენიისას მოხდა, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი კახა მარგიანი. გამოძიებას პროკურატურა განზარხ მკვლელობის მუხლით აწარმოებს.
interpressnews.ge
კომენტარები