სოც. მედია
ბათუმის პორტში სარევიზიო კომისია შევიდა
2015-03-06 14:26:52
ბათუმის პორტში ყაზახეთიდან გამოგზავნილი 11-კაციანი კომისია შევიდა, რომლებიც პორტთან დაკავშირებული კომპანიების სამართლებრივ და საფინანსო პრობლემებს სწავლობენ. ამის შესახებ "აიპრესისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ გამოაგზავნეს, ბათუმის პორტის საქმიანობის შესწავლას გუშინ შეუდგნენ. მათი ვიზიტი "ბათუმის ნავთობტერმინალისა"და მისი დირექტორის მალიკ დიუსემბაევის საქმიანობის შედეგებს უკავშირდება.
კერძოდ, ტვირთბრუნვის შემცირებას, ფინანსურ პრობლემებს და სამართლებრივ დავებს. დავები ბათუმის პორტის მმართველი კომპანიის "ბათუმის ნავთობტერმინალის" წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, სადაც მოსარჩელე მხარედ რამდენიმე უცხოური კომპანია ფიქსირდება. ისინი პორტის მმართველ კომპანიას და მის ხელმძღვანელს მალიკ დიუსემბაევს ხელოვნური შეფერხებების შექმნაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. დიუსემბაევი დირექტორის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მისი დანიშვნის შემდეგ 40-მდე თანამშრომელი სამსახურიდან ტვირთბრუნვის შემცირების გამო გაათავისუფლეს.
მათუმის ტერმინალი დაყადაღბულია და პრობლემები ბათუმის ნავთობტერმინალში და ზოგადად პორტში როგორც ტვირთების გადაზიდვის შეფერხებას, ასევე სამართლებრივ დავებს ეხება. უცხოური კომპანიები,VIBRO DIAGNOSTIC-ი და ლიბრა თრეიდინგი FZC ბათუმის ნავთობტერმინალისგან ჯამში 62 000 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. სწორედ ეს კომპანიები ახორციელებენ ნავთობპროდუქციის ექსპორტს საქართველოში, სამთავრობო სტრუქტურებისთვის, კერძო სექტორისთვის და მეზობელ ქვეყნებში.
სწორედ აღნიშნული სამართლებრივი დავის, დაყადაღებისა და ტვირთბრუნვის შემცირების გამო ჩამოვიდა ყაზახეთიდან ბათუმის პორტის მმართველ კომპანიაში 11 კაციანი სარევიზიო კომისია. სიტუაციის შესწავლის შუალედური შედეგები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
კომენტარები