1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. აგრეთვე - წარმატება საქმეებში. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. 

კურო
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოერიდეთ უსიამოვნებებს ოჯახის წევრებთან. დაეხმარეთ შვილებს სწავლაში. 

ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან; ფლირტს - თანამშრომელთან. საღამოს არ გადააჭარბოთ წამლისა და ალკოჰოლის დოზა. 

კირჩხიბი
ნუ ანდობთ მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას გარშემო მყოფებს. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. 

ლომი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ინფორმაციის გასაცვლელად; დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. 

ქალწული
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. უმჯობესია, თუ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ობიექტურად და არა სუბიექტურად შეაფასებთ. 

სასწორი
მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის. ზოგიერთს საქმიანობის, სამსახურის შეცვლა ელის, ზოგსაც გავლენიანი მფარველი გამოუჩნდება. 

მორიელი 
დღევანდელი დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა გაატაროთ, მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას. სიფრთხილე გმართებთ სარისკო ქმედებებში. არ გაართულოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. 

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეებში წარმატებას მიაღწევთ და დღეს შესრულებული სამუშაო მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და პარტნიორებთან. 

თხის რქა
არავინ მოატყუოთ და არც თავად მოტყუვდეთ. პრობლემებს უფრო ადვილად მოაგვარებთ, თუ იუმორით შეხედავთ ყოველივეს. 

მერწყული
კარგი დღეა კონტაქტებისა და ინფორმაციის მისაღებად. თუმცა, ეცადეთ, შეხვედრებისას ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ, ინფორმაციები კი გადაამოწმოთ. 

თევზები
კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; სწავლისთვის. შეცდომები რომ არ დაუშვათ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები