სოც. მედია
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-02-23 00:23:41
ვერძი
წარმატება და შექება გელით წარსულში შესრულებული სამუშაოსთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ჩამოყალიბდით რა გსურთ და გააცანით საკუთარი იდეები უფროსს.
კურო
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. ეცადეთ უფროსი თქვენ მიმართ დადებითად განაწყოთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას და ნუ შეუზღუდავთ შვილებს თავისუფლებას.
ტყუპი
გაგიადვილდებათ საოჯახო და სამსახურებრივი საკითხების მოგვარება. ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელების დროა. ამიტომ გააქტიურდით.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე მეტი ყურადღება მიაქციეთ გავლენიანი მეგობრების რჩევებს და სთხოვეთ მათ დახმარება.
ლომი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას; საჭესთან. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. რაც უფრო მშვიდად იმოქმედებთ, მით მეტ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
ქალწული
თუ გული გართობასა და ცვლილებებს გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ, ჩამოყალიბდით და იაქტიურეთ. არა აქვს მნიშვნელობა რას ეხება ცვლილება, თმის ფერის, სამსახურისა თუ პირადი ცხოვრების შეცვლას.
სასწორი
ჯადოსნური დღე გელით, რასაც გაიფიქრებთ შეიძლება ყველაფერი აგისრულდეთ. ამიტომ, სიფრთხილე გმართებთ სურვილებთან. მხოლოდ დადებითზე იფიქრეთ.
მორიელი
მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას. ცვლილებებს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. შეასრულეთ ყოველდღიური საქმეები.
მშვილდოსანი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მაგრამ ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. და ნუ ეცდებით ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას.
თხის რქა
აქტიური და დადებითი მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დაასრულეთ დაწყებული პროეტები. სანამ საქმეებს არ დაასრულებთ, მათ შესახებ არავის მოუყვეთ.
მერწყული
კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თანამოაზრეები გამოგიჩნდებიან და მათთან ერთად ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. თუმცა, დღეს მხოლოდ ის კი არ აკეთოთ, რაც "გინდათ", არამედ ისიც, რაც "საჭიროა".
თევზები
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს წარსულში დაწყებული საქმეები. გადახედეთ და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ზოგიერთს საქმიანობის შეცვლა ელის. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება.
კომენტარები