სოც. მედია
როგორ ვუმკურნალოთ ღვიძლს გოგრით - რეცეპტი C ჰეპატიტით დაავადებულებისთვის
2015-02-17 17:19:04
1) ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, განსაკუთრებით Cჰეპატიტის შემთხვევაში, დაგეხმარებათ გოგრის რეცეპტი:
საშუალო ზომის გოგრას მოაჭერით თავი, გაასუფთავეთ გული თესლებისგან და ნახევრად აავსეთ თაფლით. დაახურეთ თავსახური და გაჭრილი ადგილი დააწებეთ ცომით.
გოგრა მოათავსეთ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 10 დღით. მე-11 დღეს უკვე შეგიძლიათ ღვიძლის მკურნალობა. მიღებული წვენი მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში 40 წუთით ადრე ჭამამდე.
მკურნალობის კურსი - 1 თვე.
2) ღვიძლის აღდგენასა და ტოქსინებისგან გაწმენდაში ასევე დაგეხმარებათ მეორე რეცეპტი:
გახეხეთ გოგრა სახეხზე და გაწურეთ. მიიღეთ 100-100 მლ ახლადგაწურული წვენი 3-ჯერ დღეში 1 საათით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 3-4 თვე.
reitingi.ge
კომენტარები