1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს

სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულების დირექტორი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავება პატიმრის წამების ბრალდებით მოხდა. 

სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. 
როგორც  ელიზბარაშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ წუთებში მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული და ბრალს დღის მეორე ნახევარში ოფიციალურად წარუდგენენ. 
ადვოკატის ინფორმაციით, ელიზბარაშვილის დაკავების შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

კერძოდ, თამარ აბესაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მტკიცებით, მიმდინარე წლის 1 იანვარს, გიორგი ელიზბარაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება მიანიჭა გარკვეულ პატიმრებს, რომლებმაც ამავე დაწესებულებაში განთავსებული გიორგი მილაშვილი აწამეს. 

ადვოკატის ცნობით, გიორგი ელიზბარაშვილი ციხის დირექტორის თანამდებობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გაათავისუფლეს. ადვოკატი აცხადებს, რომ ელიზბარაშვილი დანაშაულის დროს, ციხეში არ იმყოფებოდა. ამასთან, დაკავებულის დამცველის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ #17 დაწესებულება ნახევრად ღია ტიპის არის, საჭიროება არ იყო პატიმრების სრული იზოლირება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები