1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჯეო ავტო”-ს მხარდაჭერით, თოთხმეტგზის გინესის რეკორდსმენმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

6 თებერვალს მიმდინარე წლის მსოფლიოს თოთხმეტგზის გინესის  რეკორდსმენმა ეტიბარ ელჩიევი-ბუდაღლიმ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 

ღონისძიება კომპანია “ჯეო ავტო”-ს მხარდაჭერით ქ. თბილისში, გოგირდის წყლების გამაჯანსაღებელ ცენტრ “ჯორჯიან სპა” – ში გაიმართა. 

პირველი რეკორდი – ეტიბარ ელჩიევი-ბუდაღლიმ ბიოენერგიის და მაგნიტიზმის მეშვეობით სხეულზე 20 კგ-იანი რკინა მიიკრა, რაზეც დამაგრდა თოკი, რომელიც ჩაბმული იყო ორ “ნისანის” ავტომობილზე (Nissan Sunny, თითოეულის წონა 1100კგ), რომელიც რეკორდსმენმა 10 მეტრზე გასწია. 

მეორე რეკორდი– ეტიბარ ელჩიევი-ბუდაღლიმ ბიოენერგიის და მაგნიტიზმის მეშვეობით სხეულზე 20 კგ-იანი რკინა მიიკრა, რაზეც  დალაგებული იყო 17 კრამიტი, რომელიც ჩაქუჩით დაამტვრიეს და რკინა არ ჩამოვარდა.

 ღონისძიების მხარდამჭერი და მასპინძელი

გოგირდის წყლების გამაჯანსაღებელ ცენტრი -  “ჯორჯიან სპა” იყო. 

 რაც შეხება მხარდამჭერსა და სპონსორს ეს კომპანია “ჯეო ავტო” –მ უზრუნველჰყო, რომელიც  ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში

ღონისძიებას ორგანიზატორობა კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაცია და სპორტულმა კლუბმა “რეკორდმა გაუწია.

  

ცნობისტვის, კომპანია „ჯეო ავტო“ - ნისანის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში .

 

კომპანია  2007 წლის დეკემბერში დაარსდა.  „ჯეო ავტოს“ საქმიანობას წარმოადგენს ნისანის ავტომობილების რეალიზაცია, გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი, ასევე სათადარიგო ნაწილების  როგორც საცალო გაყიდვა ასევე შეკვეთა. კომპანიის ავტოსალონში გამოფენილია ნისანის მოდელების მთელი სპექტრი. ნისანის სერვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია  მაღალკვალიფიციური კადრებით.  კომპანიაში შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000 კმ, რომელიც პირველი შესრულდება.   დაარსებიდან დღემდე  „ჯეო ავტო“–მ მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა. კომპანია მუდმივად ვითარდება და მომავალშიც ბევრ სიახლეს პირდება მომხმარებლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები