1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მე ვბანდი ჩემს ქმარს ფეხებს...

" მე ვბანდი ჩემს ქმარს ფეხებს, როცა დაღლილი იყო და არაქათგამოცლილი, ზურგით მივათრევდი ლოგინამდე უგონოდ მთვრალს და მთელი ღამე არ მეძინა...

ვწერდი, ვკითხულობდი, ვთარგმნიდი მის ნაცვლად... 

ვეზიდებოდი სიმძიმეებს რადგან მას ხერხემალი აწუხებდა- ასე ვიცოდი...

პურს სახლში ვაცხობდი, რიგში რო არ ჩამდგარიყო...

თავზე ქუდს, ხელზე ხელთათმანებს ვიკეთებდით, რადგა მას არ შეეძლო შეშა მოეტანა...

და მერე როცა საწვავი უკვე გვქონდა ჩვენც და მანქანასაც, ოხრად... როცა აღარ გვშიოდა, და ისის იყო უნდა ამომესუნთქა, მიღალატა, გვიღალატა და წავიდა ...

მე ის არ მომიკლავს...

არ მომიკლავს ქმარი, რომელსაც ჩემი სისხლი და ოფლი მართებს...

მას აქვს უფლება იყოს ცუდი...

მას აქვს უფლება იცოცხლოს"


ანა მანაგაძე.  aianews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები