1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. უმჯობესია, დაუთმოთ, ვიდრე საკუთარი აზრი ჯიუტად ამტკიცოთ. 

კურო
დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები. გადაამოწმეთ საქმიანი დოკუმენტები. ახალი პროექტების განხორციელების შანსი მოგეცემათ. მოერიდეთ კონფლიტს გარშემო მყოფებთ. 

ტყუპი
თუ მოინდომებთ, ყველაფერს გააკეთებთ. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. დღეს ღირებულებათა გადაფასება მოხდება და დააფასებთ იმას, რისი მფლობელიც ხართ. 

კირჩხიბი
საქმეებში წარმატებას მიაღწევთ, თუ გვერდით ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებს დაიყენებთ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და სამომავლო პროექტების განსახილველად. 

ლომი
საქმიანი შეხვედრები და საინტერესო საუბრები გელით. დღეს ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. 

ქალწული
მოერიდეთ თქვენ მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ემოციების გამოვლენას. ურთიერთობა იქონიეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც დაგამშვიდებენ და განუგეშებენ. 

სასწორი
დღეს თავს საიდუმლო აგენტად იგრძნობთ. გარშემო მყოფებთან ფარული მიმოწერა ან სხვათა საიდუმლოებების ამოხსნა გელით. 

მორიელი 
ზოგიერთებს სიურპრიზი, საქმეებში მოულოდნელი გამართლება ელის. ახალი პროექტების დაწყებამდე გადაამოწმეთ ინფორმაციები, პარტნიორების წარსული. 

მშვილდოსანი
აკონტროლეთ ხარჯი და ფული ეკონომიურად ხარჯეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური კრიზისი და პირადი პრობლემები გელით. 

თხის რქა
მიზანსწრაფულად იმოქმედეთ, გვერდით გამოცდილი ადამიანები შემოიკრიბეთ და გააგრძელეთ ბრძოლა წარმატებისთვის. ნუ შეუშინდებით წინააღმდეგობებს. 

მერწყული
ენერგიული და აქტიური ხართ, არ გაგიჭირდებათ დასახული მიზნების განხორციელება. აგრეთვე კარგი დღეა ვარჯიშისა და ცხოვრების აქტიური წესის დაწყებისთვის.

თევზები
იყავით მომთმენი და გულუხვი გარშემო მყოფებთან მიმართებაში. დადებითად განეწყვეთ ნათესავებისა და მეზობლების მიმართაც კი და ნუ ეტყვით მათ დახმარებაზე უარს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები