მსოფლიო
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-01-28 23:25:58
ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმიანობის დასაწყებად, ბიზნესიდეების განსახორციელებლად; მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კურო
შანსი მოგეცემათ გამოასწოროთ შეცდომები საქმეებსა და ურთიერთობებში. გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
ტყუპი
დილიდანვე შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ დღეს გარშემო მყოფების საკეთილდღეოდ უნდა იმოქმედოთ. მაქსიმალურად მზრუნველი და ყურადღებიანი უნდა იყოთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ გადატვირთვებს. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, განსაკუთრებით მანდილოსან კირჩხიბებს.
ლომი
წარმატებას მოგიტანთ ნებისმიერი საქმიანობა, თუ არ იზარმაცებთ. ხოლო თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
ქალწული
უყურადღებობა საქმეების წარუმატებლობის მთავარი მიზეზია. კონკრეტული პრობლემის მოგვარებისას მეტად მობილიზებულად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ.
სასწორი
აკონტროლეთ მეტყველება. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ტყუილის, ჩხუბისა და განსაკუთრებით, წყევლისგან.
მორიელი
კარგი დღეა სწავლისთვის, განსაკუთრებით, უცხო ენის შესასწავლად. ნუ გაირთულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. თუ სტუდენტი ხართ, - ლექტორებთან.
მშვილდოსანი
მომავალში წარმატების მისაღწევად, მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად დღეს მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ. შეხვდით საქმიან პარტნიორებს, განიხილეთ სამომავლო იდეები, პროექტები.
თხის რქა
დღეს გარშემო მყოფებისთვის საუკეთესო ფსიქოლოგი და ორგანიზატორი იქნებით. სხვათა პრობლემების მოგვარებისას ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ.
მერწყული
კარგი დღეა ბიზნესის დასაწყებად და სწავლისთვის. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობის დროს.
თევზები
შემოქმედებითი იდეებით აღსავსე ხართ, მაგრამ მათ განხორციელებას მხოლოდ ძირითადი საქმიანობის შესრულების შემდეგ გირჩევთ.
კომენტარები