1 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას ითხოვს ეკა კვალიაშვილი?-მომღერლის საგანგებო განცხადება

მომღერალი ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს. თავის საგანგებო განცხადებას მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“უკვე აღარ ვიცი, როგორი ფორმით გთხოვოთ, ნუკასთან მესიჯის გაგზავნა, უამრავი ფანი ჰყავს ნუკას და ვერ ვხვდები სად არიან, მარტო მოსმენა და იმის წერა, რომ ლამაზი ხარ და რა კარგად მღერი, არ ყოფნის სიტუაციას, ამ შემთხვევაში, 1 მესიჯი 50 თეთრია და კიდევ ერთი, მეტი, აქ, საქართველოში, ნუკა არანაირ კონკურსებში აღარ მიიღებს მონაწილეობას!!!!!!!!!!!!!!!!! და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯერ კიდევ შეგვიძლია გამოვასწოროთ სიტუაცია. …სხვების გულშემატკივრებმა, გვაჯობეს, მე, პირადად და არც ნუკას, მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ მოგეფეროთ, გიმღეროთ, და გთხოვოთ წელიწადში ერთხელ 10 ან 8 სმს-ის გაგზავნა…… ნუ, რა გაეწყობა… მეტს მე პირადად, არა შეგაწუხებთ ჩემს მეგობრებს… გმადლობთ ყველაფრისათვის. ბედნიერება და ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ. აბა თქვენ იცით, მაინც ყველა შემთხვევაში, გმადლობთ

ხო, კიდევ ერთი, მე არ მაქვს სიტუაცია, რომ კრედიტები ავიღო სხვასავით და კომპანიებში ვირბინო პლაკატებით, ამიტომ გთხოვდით სმს-ების გაგზავნას და ვერ მივაღწიეთ ვერც მე და ვერც ნუკამ ვერაფერს, რამოდენიმე ერთგული ადამიანის გარდა, არავინაა, მხოლოდ საუბარია და უკვე ძალიან აღარ მინდა ამ ფარსის ატანა!!!!!

ამ ქვეყანაში, ჭეშმარიტი ნიჭი მაგარი ვერ იქნება, აქ მხოლოდ, ბლატებია, მე 38 წელია მოვდივარ ამ სფეროში და ჩემზე კარგად ეს არავინ იცის. მე მივქარე მაგრად, მთელი ჩემი ცხოვრება ვგიჟდებოდი ჩემს ქვეყანაზე და ხალხზე, ვერ ვრჩებოდი ვერსად, არ შემეძლო საქართველოს გარეშე და რა???? დღეს ავად ვარ, დღეს ნერვიულად დაავადებული ვარ, დღეს… ყველაფერს არ მოვყვები, არაა საჭირო, უბრალოდ დღესდღეობით უკვე ვიცი, რომ აქ აღარ მინდა და წავალ, ნუკას და მთელ ოჯახს წავიყვან. ჩვენ სიმღერით ნებისმიერ ქვეყანაში თავსაც ვირჩენთ და დაფასებულიც ვიქნებით!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები