მსოფლიო
ვინ ითვლება იდეალურ მეუღლედ და რა კავშირი აქვს ამასთან დაბადების დროს - მიხეილ ცაგარელის რჩევები
2015-01-27 00:46:57
ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქორწინების ხარისხი კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: დაბადების დღეზე, საათზე, წელზე, ეროვნებაზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე. მაგრამ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, მეუღლეთა დაბადების წელია.
დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ, არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის და, შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ, რაც წილად ერგო კოსმოსიდან, დაბადების თვისა და წლის მიხედვით.
აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებულები ძლიერ და კეთილშობილ ადამიანებად აღიქმებიან, ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები – უცნაურებად; კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებულები – მშვიდებად და ფლეგმატურებად; ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულები კი – ენერგიული და მეომრის სულისკვეთების მქონე პიროვნებებად. ამის მიხედვით, არსებობს ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი
1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, გველეშაპის და მაიმუნის წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად კარგი მასწავლებლები არიან სიყვარულში, რადგან, სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ ძალუძთ, უყვარდეთ საწინააღმდეგო სქესის უამრავი წარმომადგენელი ერთად, ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი პარტნიორი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ – თავისუფლებას. ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მშვიდია და საკუთარ ნებას მშვიდად ახორციელებს. ისინი ხშირად ტოვებენ უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას.
2. მბრძანგებელთა ჯგუფში ერთიანდებიან ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებულები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ, გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის პარტნიორი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ თავიანთი რჩეულები. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებითა და იმედგაცრუებებით არის სავსე.
3. მეომარი სულისკვეთების ჯგუფში ერთიანდებიან ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებულები. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. განსაკუთრებით მოსწონთ არაორდინარული ადამიანები. ისინი აღმერთებენ თავიანთ რჩეულს, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ, ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერასა და სიყვარულს.
4. მშვიდი ჯგუფის წარმომადგენლებს განეკუთვნებიან კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებული. ისინი იდეალური გარეგნობის ვერ იქნებიან, მაგრამ, მათ განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი ადამიანები ნაკლებად ერკვევიან სხვა სქესის წარმომადგენელთა ფსიქოლოგიასა და წვრილმანებში, მაგრამ, ცდილობენ მათი ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ, რჩეულს ხანგრძლივად შესთავაზონ მხურვალე გრძნობები, რადგან, მცირე ხნით ინთებიან სიყვარულის ცეცხლით. სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება მათ წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში.
"თბილისელები"
კომენტარები