სოც. მედია
ღარიბაშვილი ჭიკაიძის გადადგომაზე პირველ კომენტარს აკეთებს
2015-01-23 17:33:59
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გადადგომის შესახებ დააკმაყოფილებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება ცოტა წინ დავოსში გააკეთა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.
კომენტარები