სოც. მედია
მორიგი სკანდალი ქეთი დოლიძის გარშემო-მღვდელი ილია ჭიღლაძე რეჟისორისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
2015-01-22 13:06:20
ქეთი დოლიძის ფრაზამ „თამარ მეფე მოღალატეებს ფალოსზე სვამდა“ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, სასულიერო პირი ილია ჭიღლაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
"ქეთევან დოლიძე, ბოდიში უნდა მოიხადოთ წმ. თამარ მეფის სულის წინაშე! რადგან ყველა ისტორიული წყაროს ერთსულოვანი მოწმობით თამარ მეფემ აკრძალა ყოველგავარი დასახიჩრება და თვით სიკვდილით დასჯაც კი თავის სამეფოში! საყოველთაოდ ცნობლია მისი ჰუმანიზმი და მონაზვნული ასკეტიზმი! ამ დეზინფორმაციას და სისულელს რომ ავრცელებთ ცნობილი ინტელიგენტი, სირცხვილია!
p.s. აკად. ივ. ჯავახიშვილი: ”თამარ მეფემ აქაც გამოიჩინა თავისი ხასიათის მაღალი თვისება, თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სწორედ თამარ მეფის წყალობით ქართულმა სისხლის სამართალმა სასჯელთა სისტემის სრულს ჰუმანიზაციას მიაღწია. სწორედ თამარ მეფემ აღკვეთა საქართველოს პრაქტიკაში როგორც სიკვდილით დასჯა, ისე ყველა სხვა სახე სხეულის დაზიანებისა.” (ამონარიდი მისი ”ქართველი ერის ისტორიის” მეორე ტომის გვ.368,
კომენტარები