1 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

აჩი ფურცელაძე მეორე ცოლსაც დაშორდა-რა პრობლემები აქვს მომღერალს პირად ცხოვრებაში?

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი აჩი ფურცელაძე აცხადებს, რომ ამჯამად მის პირად ცხოვრებას მარტოობა ჰქვია.

 „მეუღლეს, გაია ხაჩიძეს, 13 დეკემბერს ოფიციალურად დავშორდი. გაია ორჯერ მოვიყვანე ცოლად, მაგრამ...

 

ყველაფერი ჩემი პროფესიის და გაიას ეჭვიანობის გამო მოხდა. ეს ყველაფერი ადვილად დაიძლევა, მაგრამ როცა ურთიერთობა სხვა პრობლემებში გადადის, ფასეულობები და ურთიერთპატივისცემა იკარგება.

 

ოჯახის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობდი. გაია, მისი შვილი ნიკუშა, აქეთ - დედაჩემი...

 

ეს ადამიანები ხომ მზრუნველობას საჭიროებენ? სამსახურზე ძალიან ვიყავი გადართული, ამ დროს კი რომანტიკა სადღაც იკარგება.

 

2006 წელს საქართველოდან რომ წავედი, სახელი და გვარი კი მქონდა, მაგრამ ფული რომ არ გაქვს და სახლში ვერანაირ პროდუქტს ვერ მიიტან, გავარტყი ასეთ სახელსა და გვარს,

 

მოსკოვში წასვლის ჩემი მთავარი მიზანი ფინანსურად მოძლიერება იყო და იმდენად ვარ გადაშვებული ფიქრებში, პირად ურთიერთობებშიც რაღაცეები გამეპარა.

 

ორჯერ ვცადეთ ოჯახის შენარჩუნება, მაგრამ არ გამოგვივიდა. ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ის მიმაჩნია, რომ მე და გაიამ დამეგობრება ვერ შევძელით“, - აცხადებს მომღერალი.

„სარკე“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები