სოც. მედია
20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-01-19 23:30:50
ვერძი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მშვიდად იმოქმედეთ და გარშემო მყოფების რჩევებს მეტი ყურადღება მიაქციეთ.
კურო
კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად ან ბანკში ანგარიშის გასახსნელად. თუმცა, დღეიდან ფულის მოგროვების იდეაც არაა ცუდი.
ტყუპი
ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი სამუშაოთი, მაგრამ ნურც დაწყებულ საქმეებს მიატოვებთ. მეტად დაისვენეთ და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
კირჩხიბი
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თქვენი პირადი ბედნიერებაც და სამსახურის საქმეებში წარმატებაც. ამიტომ, მეტად უნდა გააქტიურდეთ და იბრძოლოთ გამარჯვებისთვის.
ლომი
კარგი დღეა როგორც გონებრივი ასევე ფიზიკური აქტივობისთვის, სწავლისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მოერიდეთ ემოციების გამოვლენას.
ქალწული
შეადგინეთ დღის გეგმა და მის მიხედვით იმოქმედეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ჩაინიშნეთ სამომავლო გეგმები და იდეები.
სასწორი
დაგეგმეთ მოგზაურობა, ახალი პროექტები. დღეს საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ.
მორიელი
ახალი საქმეები მხოლოდ განიხილეთ, მათ დაწყებას ნუ იჩქარებთ. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხართ.
მშვილდოსანი
მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. გადახედეთ ფოსტასა და მიღებულ შემოთავაზებებს. აკონტროლეთ კონკურენტების საქმიანობა.
თხის რქა
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვისაც. საქმიანობაში მეტად გამოიყენეთ ახალი ტექნოლოგიები.
მერწყული
დღეს მხოლოდ განიხილეთ, დაგეგმეთ სამომავლო გეგმები მათი განხორციელება კი ზეგიდან დაიწყეთ. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ.
თევზები
დღეს რთულად შესასრულებელ საქმეებს მხოლოდ კოლეგების დახმარებით მოაგვარებთ. აზრთა სხვადასხვაობის გამო მოერიდეთ კამათს უფროსთან.
კომენტარები