მსოფლიო
,,ეგ საცოდავი კანადის უკანა ნაწილშია და საგიჟეთში მუშაობს“-დაპირისპირება ირაკლი ლომაიასა და შურღაიას შორის
2015-01-18 23:35:09
ახალი დაპირისპირება სოციალურ ქსელში. ამჯერად პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია პლასტიკურ ქირურგს ციცინო შურღაიას დაუპირისპირდა. ირაკლიმ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის „სტატუსი“ გამოაქვეყნა:
"რამის ზურგი რომ გქონოდათ ჩემთან ერთად ნანუკას შოუში გამოსვლაზე უარს არ იტყოდით და ყველა ჩვენსშორის სადაო თემებს პირისპირ გავცემდით საჯაროდ პასუხს, მაგრამ თქვენ ვინ მოგცათ იმის უკანალი, რომ ჩემთან ერთად შოუში დაჯდეთ.. თქვენ მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ხართ კაკანით დაკავებული.. ეხლაც იტყვით, რომ არგუმენტირებული, სამართლიანი და მართლები ხართ ჩემს წინაშე? და თუ ასეა რისი შეგეშნდათ რატომ უთხარით ნანუკას და მის გუნდს გადაცემაში მონაწილეობაზე უარი???? ლაჩრებო!.. რომ გკითხონ კაცმა სვეცკები ვართო გაიძახით არა და სინამდვილეში სვეცკები კიარა ვირტუალური ვირთხები ხართ რომლებსაც უბრალოდ ტყუილების წერა უფრო შეუძლია ვიდრე ჩემთან პირისპირ თვალებში ჩახედვა და სიმართლის თქმა.. მაგრამ როცა სიმართლე არ გაქვთ ბუნებრივია თვალებში ვერც ვერასოდეს ჩამხედავთ და ვერც ვერასოდეს მეტყვით სათქმელს.. არა და ხო აზრზე ვარ თქვენ, რომ სიმართლე ხელში გეჭიროთ ვერავინ დაგასწრებდათ შოუში მისვლას, პირველი თქვენ გაიქცეოდით, ნაცადი ხერხია, ასე ჩვევია ყველა უსუსურ არსებას, რომელსაც უბრალოდ იაფასიანი იმიჯი ააქვ .. Kissed me on the ass ..”-წერს ირაკლი ლომაია
შემდეგ კომენტარში კი თან ურთავს: გონიათ მომერიდება მათი გვარების დასახელება? შურღაია, როინიშვილი, კვალიაშვილი ეს ხალხი უნდა ყოფილიყო გადაცემაში რომელიც 15 იანვარს უნდა მომხდარიყო ჩაწერა და რომ გაიგეს მე ვიქნებოდი ჩართვით უარი თქვეს.. დაფრთხნენ აუ ლომაია დაგვჭოჭავსო და გაიქცნენ!.. ამის მერე კიდევ იტყვიან რამეს? ლაჩრები!..
ამასთან PrimeTimeNews–ი ქალბატონ ციცინოს დაუკავშირდა.
ციცინო შურღაია: – დაბალი დონის ადამიანია, „კალხოზნაია უტრა“, ღირს პასუხი გავცე? ეს არის ცხოვრებისგან გამობოროტებული ჰომოსექსუალი. როგორც ყველა ჰომოსექსუალი, ქალივით ლამაზი რომ გამხდარიყო, ეგეც მთხოვდა ოპერაციების გაკეთებას. კანადაში მირეკავდა. ახლა დაუწერია, ციცინომ ჩემ კლინიკაში სამსახურის დაწყება მთხოვაო და ჩემ უფროსს არ მოეწონაო. ჩემი შვილი ტორონტოში ცხოვრობს. ეგ საცოდავი კანადის უკანა ნაწილშია და საგიჟეთში მუშაობს. პარაფსიქოლოგი, აბა, რა კლინიკაში იმუშავებს?! საგიჟეა, ალბათ ხო?! მე რატომ უნდა მეთხოვა მისთვის სამსახური? მე, რომელსაც ლოს ანჯელესში მიწვევა მაქვს, ემირატებში ახლა მიმდინარეობს ჩემი ლიცენზიის დამტკიცება, რა მინდა კანადაში, როცა ნახევარი ტორონტოსთვის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და მეორე ნახევარი დამრჩა? ტორონტოში ერთ–ერთი კლინიკის ხელმძღვანელს ოპერაცია გავუკეთე და ჩემთან იმუშავეო, ის მეუბნებოდა. მთელი მსოფლიო აქეთ მოდის ჩემთან. ამ წუთას პარიზიდან და ლოს ანჯელესიდან მყავს პაციენტი.
კომენტარები